workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ოფიციალურად: ჟოან გარსია ბარსელონას პირველი ნომერია

ოფიციალურად: ჟოან გარსია ბარსელონას პირველი ნომერია

“ბარსელონას” მეკარეების ნომრებში ცვლილებაა. კატალონიური გუნდის პირველი ნომერი, უკვე პირდაპირი მნიშვნელობითაც, ჟოან გარსია გახდა.

წინა სეზონში კატალონიელი მეკარე 13 ნომრით თამაშობდა, რადგან 1 ნომერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ჰქონდა დაკავებული. მას შემდეგ, რაც გერმანელი მეკარე “აიაქსში” იჯარით გადავიდა, პირველი ნომერი გათავისუფლდა. “ბარსელონას” ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა ლა ლიგის ოფიციალურ გვერდზე ვხედავთ, რომ ჟოან გარსია 1 ნომერია, ხოლო ვოიცეხ შჩესნი, რომელიც წინა სეზონში 25 ნომრით თამაშობდა, ამჯერად 13-ნომრიან მაისურს მოირგებს.

ჟოან გარსია “ბარსელონას” გასული სეზონის დასაწყისში შემოუერთდა. 25 წლის ესპანელმა “ბლაუგრანას” მაისურით 45 თამაში ჩაატარა, აქედან 18-ში კარი მშრალად შეინახა. ჟოანმა “ბარსელონაში” ჩატარებულ პირველივე სეზონში სამორას ჯილდო, ანუ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი პრიზი მოიგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • joy
    joy გულშემატკივარი
    schedule 11 აგვ 2026, 16:29
    #5

    ბეტისიდან ცენტრალური მცველი ნათანი როგორია? მე ვერ ვიხსენებ, ეტყობა არ ახდენდა შთაბეჭდილებას და არ დამამახსოვრდა? წერენ არაუხოს ნაცვლად განიხილებაო 25 მლნ-ად. ბრაზილიელი 25 წლის, მემარცხენე კი ყოფილა

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      schedule 11 აგვ 2026, 18:28
      #7

      ცუდია მე რაც მინახია. კაი ხანია მაგას გვიკავშირებენ, მაგრამ მგონია რომ უბრალოდ ჭორებია.

      წლევანდელი ბარსა ისე მოქმედებს რომ პრესაში ერთი იწერება და მეორე წამს ვაბშე სხვა რაღაც ხდება.

      მაგ ნათანის მოყვანას აშკარად კორტესის დატოვება ჯობია ისევ.
      რეალურად კი გუნდს ჭირდება გამოცდილი, უმაღლესი კლასის მცველი თორე მაგ ნათანზე უკეთესები არიან მარტინიც და კორტესიც

      • joy
        joy გულშემატკივარი
        schedule 11 აგვ 2026, 19:09
        #8

        ხო, ახლა გადავხედე მეც და კი გავიხსენე, ნაპოლიში ძირითადი ვერ გახდა და ბეტისში იჯარა-გამოსყიდვით გადმოსულა. ეგეთი არ გვჭირდება გუნდში

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 11 აგვ 2026, 15:10
    #3

    ბიჭო რა გახდა როდრიზე here we go,ესენი ვინ ყოფილან რა დამაგლიჯეს ნერვები

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 11 აგვ 2026, 14:32
    #2

    რომეროზე უარი თქვა ფლიკმაო და აბა მართლა მარტინის და კრისტინას იმედზე რჩებიან მართლა თუ რაუნდათ

    • G.O.A.T
      Luak ახალბედა
      schedule 11 აგვ 2026, 15:50
      #4

      Romero igive arauxoa tan memarjvene, chven gvinda gamocdili cacia mcveli romelic karg duas sheqmnis cubarsistan, romero kargia mara kaia ro ar moyavt. Kide ramdeni saqmeaq decos canselu davabrunot rodri gaoficialurdes strikeri mosayvani da axlebi dasaregistrirebeli. Seriozuli samushao aqv kide

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      schedule 11 აგვ 2026, 16:44
      #6

      არაფრით არ ჯობია არაუხოს პირიქით სისწრაფით და თავზე არაუხო ჯობია.ფლიკის სტილს უნდა შეფერებოდეს მცველი მარტივი ლოგიკაა.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 11 აგვ 2026, 12:00
    #1

    ძალიან კარგი. იმედია მალე 9-იანიც გვეყოლება ზავადსკოი.