workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: რონალდ არაუხო ბარსელონადან იჯარით ლივერპულში გადავიდა

ოფიციალურად: რონალდ არაუხო ბარსელონადან იჯარით ლივერპულში გადავიდა

ახლახან ბარსელონამ რონალდ არაუხოს 1-წლიანი იჯარით ლივერპულში გადასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

ურუგვაელი ფეხბურთელის ხელფასს სრულად ინგლისური კლუბი დაფარავს და ამასთან, სეზონის ბოლოს მისი €55 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.

არაუხოს წასვლა ბარსას სახელფასო ფონდში უზარმაზარ ადგილს უთავისუფლებს, რაც “ბლაუგრანას” ტრანსფერების განხორციელებაში დაეხმარება. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირებში კატალონიური კლუბი ომისთვის მზადაა.

რონალდ არაუხო ბარსელონამ 2018 წელს, ბოსტონ რივერიდან შეიძინა. პირველ გუნდში დებიტი მისი დებიუტი 2019 წელს შედგა – 27 წლის მცველის ანგარიშზე 213 მატჩი, 14 გოლი და 7 ასისტია. მხარეებს კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე აკავშირებთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 15 აგვ 2026, 09:22
    #15

    წავიდა წაშავდა წაბნელდა :დდ

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    schedule 11 აგვ 2026, 23:57
    #13

    ამისი ბოლო წუთებზე გატანილი გოლები და გადარჩენილი გუნდი წაგებებს და ფრეებს ვერავინ იხსენებთ? ცოტა მაგარი უმადური სასტავი ხართ ხო იცი თქვენ ეტყობა ოჯახშიც არ გიდგებათ გული 😂😂😂

    • Albicelecte
      Albicelecte ვეტერანი
      schedule 12 აგვ 2026, 01:34
      #14

      გინება მეტისმეტია, დამსახურება აქვს, მაგრამ მოხდა ისე, რომ სტაბილურად და საიმედოდ ვერ დადგა უკან, ნერვების ამბავი იყო, ფსიქოლოგიის და ასეთ დროს კლუბის შეცვლა არის კარგი გამოსავალი;
      ჯორის ნალში არავის გაუცვლია, გრანდში გაუშვეს იჯარით, 🏆6-გზის მომგებ ლივერპულში, საუკეთესო მეწყვილის გვერდით ითამაშებს, უკეთეს ადგილს, უკეთეს ლიგას ვერავინ შესთავაზებდა;
      თუკი ლივერი გამოისყიდის, ესე იგი დაიბრუნა ფორმა და ხასიათი, ესეც იხეირებს და ჩვენც, 55🍋 მცველში, რომელიც აჭრილია და ვერ აქვს კაი პერიოდი, ცუდი არაა

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 11 აგვ 2026, 13:23
    #11

    სხვათა შორის ერთი ტრანსფერი ესაა; თუკი ითამაშა და გაისად 55 🍋 არსაიდან მოვიდა, მით უფრო;

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 11 აგვ 2026, 12:33
    #10

    იმედი მაქვს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდება ისევ, წარმატებები ნადირს.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 11 აგვ 2026, 12:10
    #9

    როგორც საკუთარი შვილის წარმატება გამეხარდებოდა ისე გამეხარდა ამის დაბინავება. დიდი იმედი მაქვს იპოვა თავისი ბედნიერება, ინგლისში არც ხისტ თამაშს არ აუკრძალავენ და არც დაცვის ხაზის დარღვევაზე არ დასჯიან.

  • joy
    joy გულშემატკივარი
    schedule 11 აგვ 2026, 11:00
    #7

    ბევრჯერ კი დააღალატა გუნდი წითელი ბარათებით, მაგრამ ვისაც ახსოვს ჩელსი-ბარსას თამაში, არაუხოს მეორე ყვითელ ბარათამდე სულ წუთით ადრე ყვერან ლიფსიტა ტორესმა ერთი ერთზე გასულმა ვერ გაიტანა!!! ეგ რომ გასულიყო შეიძლება არაუხოს ბარათიც არ ყოფილიყო

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 11 აგვ 2026, 01:59
    #6

    კარგია, რომ დასტოინ გუნდთან გვაქვს საქმე, იჯარით აჰყავს და ხელფასსაც სრულად თვითონ უხდით, თუ მოეწონათ, კაი ფასაც გამოსყიდვას კისრულობენ; აბა ის რა იყო, გაუშვებდი იჯარით და ხელფასის 80% უხდიდი

    • suxaaa
      suxaaa ლეგენდა
      schedule 11 აგვ 2026, 13:36
      #12

      შტეგენი ეგრე გაუშვეს აიაქსში მგონო 80 თუ 90 პროცენტს ხელფასის მაინც ბარსამ უნდა უხადოს

  • Lasha Mamuladze
    Lasha Mamuladze გულშემატკივარი
    schedule 11 აგვ 2026, 01:40
    #5

    ამბურჯგლა ✊

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 11 აგვ 2026, 01:00
    #4

    კაი ხნის წინ უნდა გაეშვათ …..იმედია ეხლა მაინც მოიყვანენ ცაცია ცენტრალურ მცველს ლაპორტე თქვე შეჩვენებულებო ლაპორტე

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 11 აგვ 2026, 00:00
    #3

    რამდენი ჰქონდა ჯამაგირი ამ გორილას?

    • Visca barca
      Visca barca გულშემატკივარი
      schedule 11 აგვ 2026, 11:59
      #8

      11 მილიონი

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 10 აგვ 2026, 23:44
    #2

    🔴 ტოტენჰემი და ატლეტიკო ახლოს არიან საბოლოო შეთანხმებასთან

    ⏳ უახლოეს საათებში რომერო ატლეტიკოს ფეხბურთელი გახდება

  • ჯიჯი
    isakichi ლეგენდა
    schedule 10 აგვ 2026, 22:15
    #1

    უიღბლო და თარსი ფეხბურთელია, გადამწყვეტ თამაშებში ყოველთვის მქონდა განცდა ახლა იზამს რამე სისულელეს თქო და არც მიცრუვდებოდა ვარაუდი, ხელფასის გამოთავისუფლება კი არა ძალიან დიდი ნეგატივი მოშორდა გუნდს, ფეხბურთელი რომელიც სულ იმის განცდას ქმნის ახლა მიქარავს რამეს ახლა აიკიდებს წითელს ასეთი ფეხბურთელი ამდენ ხანს რატო გააჩერეს გუნდში არ მესმის, ღმერთმა ქნას საერთოდ აღარ დაბრუნდეს ბარსაში, სულ რომ სეზონის საუკეთესო დუეტი შექმნას ვან დაიკთან არ გვინდა დამიჯერეთ, ამას უკვე იმხელა კომპლექსი აქ აკიდებული,რომ ბარსაში გარდამტეხ თამაშებში ყოველთვის საბედისწერო შეცდომას ვუშვებდიო ეგ ამის ფონზე გუნდს ვეღარ გამოადგება, მისთვისაც უმჯობესია სხვა გუნდში ეძიოს მომავალი, ასაკიც მშვენიერი აქვს ფიზიკაც და გამოცდილებაც, მოკლედ ღმერთმა ქნას ერთხელ და საბოლოოდ თავი დაგვანებოს