პრესტონთან გასამართი დახურული თამაში გაუქმდა

პრესტონთან გასამართი დახურული თამაში გაუქმდა

bolt მოკლედ
"ბარსელონასა" და "პრესტონს" შორის დაგეგმილი ამხანაგური მატჩი გაუქმდა. მიზეზი ინგლისური გუნდის საკადრო პრობლემები და შემადგენლობაში ახალგაზრდული ასაკის ფეხბურთელების სიმრავლეა, რის გამოც ჰანსი ფლიკის გუნდი შეხვედრის ნაცვლად ვარჯიშს ჩაატარებს.

ინგლისური შეკრების დასკვნით ეტაპზე, ორშაბათს, 3 აგვისტოს “ბარსელონას” დახურულ კარს მიღმა ამხანაგური მატჩი “პრესტონ ნორთ ენდის” წინააღმდეგ უნდა გაემართა. თუმცა, შეხვედრა გაუქმდა. ამის მიზეზი კატალონიელთა მეტოქის ბანაკში არსებული არაერთი დანაკლისია. ინგლისური კლუბი მატჩზე ძირითადად 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელებით აპირებდა გასვლას, რის გამოც “ბარსელონამ” თამაშის ნაცვლად ვარჯიშის ჩატარება ამჯობინა.

გეგმების ცვლილება

ამხანაგური მატჩის მთავარი მიზანი ჰანსი ფლიკის ფეხბურთელების მაღალი კონკურენციის პირობებში გამოცდა იყო. ვინაიდან მეტოქის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ვერ მოხერხდებოდა, სამწვრთნელო შტაბმა გეგმების შეცვლა და სრულფასოვანი სავარჯიშო სესიის გამართვა გადაწყვიტა.

ამასთან, არ გამოირიცხება ესპანეთში ნაადრევად დაბრუნების ვარიანტიც. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გუნდი ქალაქ ბარსელონაში ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ უნდა გაფრენილიყო, თუმცა შეხვედრის გაუქმებამ შინ ადრე დაბრუნების შესაძლებლობა გააჩინა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 აგვ 2026, 19:34

    მაგათ ნაღდათ მოვუგებდით, რატო გააუქმეს.