workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინოს მესის 2 იანვარს დაბრუნების იმედი აქვს

მარტინოს მესის 2 იანვარს დაბრუნების იმედი აქვს

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, ხერარდო მარტინოს იმედი აქვს, რომ ლიონელ მესი გუნდს 2 იანვარს დაუბრუნდება და სეზონის მე-2 ნაწილისთვის მზადებას თანაგუნდელებთან ერთად შეუდგება.

როგორც ცნობილია, მესიმ ტრავმა სრულად მოირჩინა და მას ტკივილები აღარ აწუხებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მას მოედანზე დროულად დაბრუნების საშუალებას მისცემს.

“ლეო კარგად მუშაობს და წინასწარი შედგენილი გრაფიკის მიხედვით მოქმედებს. ანდონი სუბისარეტა და სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები არგენტინაში გაფრიდნენ, რათა მესი მოინახულონ. 2 იანვარს გუნდი ორ ვარჯიშს ჩაატარებს და იმედი მაქვს, რომ ამ დროს მესიც ჩვენთან ერთად იქნება.” – აცხადებს ხერარდო მარტინო.

გავრცელებული ინფორმაციით, მესის მსგავსად, 2 იანვრისთვის ელიან “ბარსელონას” მეკარეს, ვიქტორ ვალდესსაც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward