workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონამ ჯესი ბისივუს ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: ბარსელონამ ჯესი ბისივუს ტრანსფერი დაადასტურა

bolt მოკლედ
"ბარსელონამ" ბელგიური "ბრიუგედან" 18 წლის ტალანტი, ჯესი ბისივუ დაიმატა. ახალგაზრდა ვინგერმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა და ტომას ვერმალენისა და ფერნანდ გოივაერტსის შემდეგ, კლუბის ისტორიაში მესამე ბელგიელი მოთამაშე გახდა.

“ბარსელონამ” და “ბრიუგემ” ჯესი ბისივუს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

მოთამაშის ოფიციალური პრეზენტაცია კლუბის ოფისში უახლოეს მომავალში გაიმართება.

ბრწყინვალე მომავალი

ბისივუს მოსვლით, “ბარსელონამ” დაიმატა ვინგერი, რომელსაც სისწრაფის, ძალისა და დრიბლინგის უნარის წყალობით წინ დიდი მომავალი აქვს. ბელგიაში 2008 წლის 22 იანვარს დაბადებული ფლანგელი, ბელგიის ახალგაზრდული ნაკრებების უცვლელი წევრია.

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში

ბისივუს სახელმა პირველად ყურადღება 2025 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიიპყრო, როდესაც ვინგერი ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა მას შემდეგ, რაც ბელგიის ნაკრებთან ერთად ნახევარფინალში გავიდა. მან კარიერა “ლიუვენში” დაიწყო, 2020 წელს კი “ბრიუგეში” გადავიდა, სადაც ბოლო ორ სეზონში უეფას ახალგაზრდულ ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სამი სეზონი მეორე დივიზიონში

2023 წელს, სულ რაღაც 15 წლის ასაკში, მისი დებიუტი ბელგიის მეორე დივიზიონში მოასპარეზე “ბრიუგეს” სარეზერვო გუნდში, NXT-ში შედგა. 18 წლის ასაკში “ბარსელონაში” გადმოსვლამდე ბისივუმ ამ გუნდის რიგებში 36 შეხვედრა ჩაატარა და “პირველი გუნდის “ბლაუგრანას” ბელგიელ მოთამაშეთა სიაში თავისი სახელი ვერმალენსა და გოივაერტსს მიუმატა.

ტრანსფერის დეტალები

ფაბრიციო რომანოს ცნობით “ბარსელონამ” 18 წლის შემტევში 8.5 მილიონი ევრო გადაიხადა, მისი მომდევნო ტრანსფერიდან 20% კი “ბრიუგეს” შეხვდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 02 აგვ 2026, 11:06
    #3

    რამდენი ვინგერი დაგვიგროვდა, თითქოს არავინ წასულა და მცველები არ გვჭირდება.

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 02 აგვ 2026, 22:24
      #4

      საერთოდ არავინ გვჭირდება ძმა. როგორც არის ისე უნდა დავტოვოთ. ტორესი უნდა გავუშვათ პროსტა პსჟ ში 25 მილიონად. კასადო 10 მილიონად. ბალდეს და არაუხოს გავუხანგძლივოთ კონტრაქტები და ხელფასი გავუზარდოთ. კუნდეს გაყიდვაც შეიძლება ერთი 35 მილიონად. და ერთი მარცხენა ვინგერის მოყვანაც შეიძლება და მგონი სრულფასოვანი გუნდი ვიქნებით✊ მთავარია დაცვაში არ მოიყვანონ ვინმე გამოცდილი კარგი მემარცხენე ცენტრალური მცველი და ეს აწყობილი სისტემა არ გააფუჭონ. ხო და ღმერთმა ნუ ქნას ოსიმენი მოათრიონ ეგ საერთოდ მოსპობს გუნდს. პ.ს. გასიებული ვირთხის ფანკლუბის წევრის აზრი😕🍆

      • Bara87
        Bara87 კულე
        schedule 03 აგვ 2026, 17:55
        #5

        ჩაგეთვალა👏👏👏👏
        თავიდან სერიოზულად ვკითხულობდი მარა ”მთავარია დაცვაში არ მოიყვანონ ვინმე გამოცდილი კარგი მემარცხენე ცენტრალური მცველი და ეს აწყობილი სისტემა არ გააფუჭონ” ს რო მივადექი ამოვისუნთქეეე😂😂😂, ”დოლარის ბოჭკა” მაგრა აბოლებს ამდენ ხალხს სამწუხაროდ.

  • PUIOL5
    PUIOL5 გულშემატკივარი
    schedule 01 აგვ 2026, 00:13
    #1

    ვაი თქვენს პატრონს, ამდენი ღლე ზანგი მოათრიეთ და რას ითამაშებენ ვნახავთ მერე, მასსთი ტალანტებით აკადემია სავსეა

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 01 აგვ 2026, 14:51
      #2

      ორ წელიწადში გაუშვებენ არენდით უფასოდ ძმა. მსგავს ტრანსფერებში თეთრდება ფული ჯიგარო და ილექება ვირთხის ჯიბეებში. შეიძლება გენიოსიც დადგეს მაგრამ 8 მილიონს ამ გაჭირვებაში რომ ბავშვში გადაიხდი ზნაჩიტ ბუდეა😂