“ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, “კამპ ნოუზე” 9-თვიანი შესვენების შემდეგ ითამაშა. მონტოიამ ბოლო 8 თამაშიდან 7 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო სერხი რობერტო – ბოლო ოთხიდან სამი. გთავაზობთ ამ და სხვა საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს.
- კარლეს პუიოლმა, “კამპ ნოუზე”, ბოლო 9 თვის განმავლობაში პირველად ითამაშა. “ბარსას” საშინაო არენაზე მას ბოლოს 12 მარტს ჰქონდა ნათამაშები, როდესაც კატალონიელებმა “მილანი” 4:0 გაანადგურეს.
- “კარტახენასთან” გამართულ მატჩში პუიოლმა გუნდს ბურთ ყველაზე მეტჯერ, 12-ჯერ მოუპოვა, ხოლო ყველაზე მეტი (115) პასი სესკ ფაბრეგასმა გააკეთა.
- “ბარსელონამ”, მიმდინარე სეზონშ, კარი მშრალად მეთორმეტედ შეინახა. ბოლო 5 მატჩში ეს “ბარსას” პირველი მშრალი თამაში იყო.
- ესპანეთის თასის 1/16-ფინალის განმეორებით მატჩში ეს “ბარსას” ზედიზედ მე-6 მოგება იყო. წინა 5 შემთხვევაში კატალონიელებმა “ალავესი” (3:1), “ოსპიტალეტი” (1:0), “სეუტა” (5:1), “კულტურალ ლეონესა” (5:0) და “ბენიდორმი” (1:0) დაამარცხეს. 2007-08 წლების სეზონში, თასის 1/16-ფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსამ” “ალკოიანოსთან” 2:2 ითამაშა.
- ნეიმარი გახდა “ბარსელონას” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში გოლი ოთხივე ტურნირზე გაიტანა. იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთის სუპერთასზე გოლი მხოლოდ მან გაიტანა, ამ მიღწევის გამეორება არავის შეუძლია.
- ნეიმარმა “ბარსელონას” ბოლო 3 თამაშში 6 გოლი გაიტანა.
- მარტინ მონტოიამ ბოლო 8 თამაშიდან 7 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. “კარტახენასთან” გამართული პირველი მატჩი ერთადერთია ამ 8 შეხვედრიდან, რომელშიც მონტოია სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
- სერხი რობერტომ ბოლო 4 თამაშიდან 3 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
- კრისტიან ტელიომ, მიმდინარე სეზონში, სრული მატჩი პირველად ჩაატარა.