“ბარსელონას” ახალშენაძენმა, ადრიანო კორეიამ ერთი თვის წინ ინტერვიუ მისცა BarcaTV-ის, სადაც აღნიშნა თუ როგორი კარგი ატმოსფეროა მთლიანად “ბარსაში”. ახლა კი მე, მის ახალ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
როგორ გრძნობთ თავს “ბარსაში”?
ძალიან კარგად. მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი დღიდანვე ყველაფერი კარგი ხდება. მქონდა ძალიან კარგი სტარტი და მოვიგე რა ესპანეთის სუპერთასი. ჯერ–ჯერობით ჩემი ძალების ბოლომდე გამომჟღავნება ვერ მოვახერხე, მაგრამ ფეხბურთელებიც და მთელი სამწვრთნელო შტაბიც ძალიან კარგად მეპყრობიან. რაც შეეხება ქალაქს – ეს არის ძალიან ლამაზი ქალაქი, რომელიც მგონი უკვე შემიყვარდა.
ასე, რომ თქვენ კარგად დაიწყეთ…
დიახ, ჩვენ სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს მარტივი მატჩი იყო, მაგრამ ეს ასე სულაც არაა. ყველა ფეხბურთელს, მთელი თავისი ორიენტაცია ამ თამაშზე ქონდა გადატანილი. ეს არის და ეს.
ელოდით ასეთ სტარტს?
ჩვენ ვიცოდით, რომ შეგვეძლო კარგად დაწყება. ყველა ფეხბურთელი ძალიან მოტივირებული იყო. ის ფეხბურთელებსაც კი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, გამარჯვების სურვილი ჯერაც არ დაკარგვიათ. ჩვენ, ახლები კი მათ მოტივაციის არ დაკარგვაში ვეხმარებით. მთავარია ბევრი შრომა.
ყველაზე მეტად, რომელი ტიტულის მოგება გსურთ?
ყველაზე მეტად მაინც “ლა ლიგა” და “ჩემპიონთა ლიგა”, რადგანაც ეს 2 ტიტული არასოდეს მომიგია.
გასამარჯვებლად თქვენ მადრიდში თამაში მოგიწევთ, ნერვიულობთ?
მე ყოველმხრივ “ბარსაზე” ვარ გადართული. ჩვენ ვიცით, რომ “რეალმა” შემადგენლობა ძალიან გააძლიერა, ისეთი ფეხბურთელებით, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ამის და მიუხედავად მე ვმუშაობ ძალიან ბევრს ჩემს თანაგუნდელებთან ერთად.
როგორ ფიქრობთ, გაქვთ თუ არა “ელ კლასიკოში” თამაშის შანსი?
რა თქმა უნდა. როდესაც შენ “ბარსაში” მოდიხარ, ამაზე ფიქრი აუცილებლად გიწევს. მე ვიმედოვნებ, რომ ჩემი “ბოსი” განაცხადში შემიყვანს. ეს განსაკუთრებული თამაშია ყველასათვის და თუ მე მომეცემა თამაშში მონაწილეობის შანსი ძალიან გამიხარდება.
“სატრანსფერო ფანჯარა” დაიხურა, რას იტყვით შემადგენლობასთან დაკავშირებით?
მე ვფიქრობ, რომ “ბარსას” ძალიან კარგი შემადგენლობა ყავს. “ბარსამ” ამ ფეხბურთელებით ყველაფერი მოიგო და ვფიქრობ, რომ “ბოსი” ცდილობს ყველას აგრძნობინოს საკუთარი წვლილი ამ გამარჯვებებში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თამაშის შანსი აუცილებლად მოგვეცემა, რაც ძალიან კარგია. გუარდიოლამ კი იცის, რომ ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს ვაჩვენებთ.
გქონდათ შანსი, გაგეცნოთ ხავიერ მასკერანო?
სიმართლე გითხრათ ჩვენ გასაცნობად ძალიან მცირე დრო გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ ეს მალე გამოსწორდება. ვიმედოვნებ, რომ ხავიერი, ვილა და მე გუნდს ისტორიის შექმნაში დავეხმარებით.
რას იტყვით გუარდიოლას შესახებ?
როდესაც მე ბავშვი ვიყავი და ვუყურებდი “ბარსას” თამაშებს, მე ვერ წარმომედგინა თუ როგორი ფანტასტიკური იყო გუარდიოლა. ის ჩემთვის ნამდვილი ვარსკვლავი გახლდათ. ახლა კი მომეცა ბედნიერება შევხვედროდი მას. მე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია მის შესახებ – ის დიდებული ადამიანია. ის ჩვენთვის “მამის” ფუნქციებს ასრულებს. ჩვენ მასთან გახსნილი ურთიერთობა გვაქვს, რაც გუნდის გაძლიერებაში გვეხმარება. მე პეპისგან უკვე ძალიან ბევრი ვისწავლე, ძირითადად ტაქტიკის შესახებ. ამაზე იგი ძალიან ბევრს მუშაობს.
თქვენი უნივერსალობა, თქვენს მთავარ ძალად მიგაჩნიათ?
დიახ, მე ასე ვფიქრობ. მე ბევრ პოზიციაზე მითამაშია, დაცვაში თუ ნახევარდაცვაში. მე მზად ვარ დავდგე იქ, სადაც “ბოსს” დავჭირდები. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რისი გაკეთებაც შემიძლია.
ყველაზე კომფორტულად თავს, რომელ პოზიციაზე გრძნობთ?
მე ყველაზე კარგად მარცხენა შემტევი მცველის პოზიციაზე თამაში გამომდის. ეს იყო სევილიაში, მაგრამ როდესაც დანი “ბარსაში” გადმოვიდა, პოზიციის შეცვლა მომიწია და მარჯვნივ გადავედი.
რა იგრძენით, მაშინ როდესაც გაიგეთ, რომ “ბარსას” თქვენი შეძენა სურდა?
ეს იყო საუკეთესო სიახლე, რომელიც მე გავიგე. როდესაც მათ შემოთავაზება ოფიციალურად გაახორციელეს და “სევილია” დათანხმდა, მაშინ მე ენით აღუწერელი შეგრძნება მქონდა. როდესაც ალვეშმა ჩემი გადმოსვლის შესახებ შეიტყო, ძალიან გაუხარდა.
ალვეში და კეიტა უკვე “ბარსაში” დაგხვდნენ. ითამაშა თუ არა ამან რაიმე როლი თქვენი “ბარსაში” გადმოსვლისთვის?
ისინი მიყვებოდნენ თუ როგორი კარგი კლუბი და ქალაქი იყო ბარსელონა. მე მქონდა შემოთავაზება სხვა გუნდებიდანაც, მაგრამ ამაზე კარგი ალბათ არ შეიძლებოდა. ეს არის საუკეთესო გუნდი მსოფლიოში. მე ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მინდა ვისარგებლო შემთვევა და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა სანდრო როსელსა და ხოსეპ გუარდიოლას.
თქვენ ხართ იმ ფეხბურთელთაგანი, რომელიც ესპანელი არ არის. რას ფიქრობთ “ბარსას” პოლიტიკის შესახებ, კანტერასსთან დაკავშირებით?
მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია. ისინი ახალგაზრდებზე ძალიან ბევრს მუშაობენ. პრე–სეზონში მე მათთან ერთად მომზადება მომიწია და მივხვდი, რომ ისინი უკვე მზად არიან პირველ გუნდში სათამაშოდ. ეს არის მაგალით თუ როგორი უნდა იყოს გუნდი – ზრდი ფეხბურთელებს და ზოგავ ფულს.
მოკლე კითხვები:
გასინჯეთ Pa amb Tomàquet? (პური და პამიდორი)
დიახ, მე ძალიან მიყვარს ეს კერძი და საუზმეზე ყოველთვის მას მივირთმევ.
სწავლოთ კატალონიურს?
ვაპირებ… მალე ჩემი შვილი სკოლას დაუბრუნდება და ვაპირებთ გარკვეული რეჟიმით მასაც ვასწავლოთ.
ხართ თუ არა ცრუმორწმუნე?
არა, არანაირად.
მაისურის ნომერი 21 – მოგცეს თუ აირჩიეთ?
ავირჩიე. ეს ნომერი ძალიან მომწონს.
ვინ იყო თქვენი კერპი ბავშვობაში?
რობერტო კარლოსი. მე ყოველთვის მის პოზიციაზე მიწევდა თამაში და ყოველთვის პატივს ვცემდი მას.
საუკეთესო გოლი თქვენს ცხოვრებაში…
ეს იყო 2007 წლის “უეფას თასის” ფინალი ესპანიოლთან. ძალიან კარგი გოლი გამოვიდა.
წყარო: FCBarcelona.Cat



