ფერან ტორესი მის შთამაგონებელ ილია თოფურიასთან ერთად ისვენებს

ფერან ტორესი მის შთამაგონებელ ილია თოფურიასთან ერთად ისვენებს

მოკლედ
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ფერან ტორესმა იბიცაზე დასვენებისას ილია თოფურიასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ესპანელი ფეხბურთელისთვის ქართველ მებრძოლთან შეხვედრა განსაკუთრებულია, რადგან მისი ცნობილი "ზვიგენის" მენტალიტეტი სწორედ თოფურიას უკავშირდება.

უდავოა, რომ ფერან ტორესი ახლა ყურადღების ცენტრშია. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილმა გოლმა, რომელმაც ესპანეთს მეორე ვარსკვლავი მოუტანა, ის მწვერვალზე აიყვანა და კარიერის ყველაზე პოპულარულ წერტილამდე მიიყვანე. ფერანი, რომელიც იბიცაზე დასვენებას განუყრელ მეგობარ მარკოს ლორენტესთან და სხვებთან ერთად ატარებს, ინსტაგრამზე ზაფხულის ფოტოალბომი გააზიარა, სადაც ნაცნობი სახე – ქართველი მებრძოლი ილია თოფურიაც გამოჩნდა.

ეს შეიძლება ყოფილიყო უბრალოდ ორი მეგობრის ან ნაცნობის, ან თუნდაც თავიანთ სფეროში წარმატებული ორი ადამიანის ფოტო, მაგრამ ეს ძალიან განსაკუთრებული შეხვედრაა. ბოლო წლებში ფერან ტორესის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, რასაც თავად “ზვიგენის” მენტალიტეტს უწოდებს. ამ ცვლილებას კი თავისი საწყისი აქვს – იუთუბერ ჯორდი უაილდთან ინტერვიუში ფერანმა აღიარა, რომ ყველაფერი ილია თოფურიას გაცნობის შემდეგ დაიწყო.

“მასთან პირველივე წუთიდან ვიპოვე საერთო ენა. ბრძოლის წინ მითხრა: ‘ეს ბიჭი პირველ რაუნდს ვერ გადაურჩება’. მაშინ გავიფიქრე: ‘უფ… მეც მისნაირი მინდა ვიყო’. იქ ერთი ფერანი ჩავიდა, უკან კი სულ სხვა დაბრუნდა.”

ახალმა მიდგომამ ფეხბურთელის ყოველდღიური რუტინა სრულად შეცვალა:

“ჩემს ფიზმომზადების მწვრთნელს ვესაუბრე, რომ ყოველდღე ორმაგი სესია ჩაგვეტარებინა, დიეტოლოგს ვუთხარი, რომ სამი კილოგრამის დაკლება მინდოდა, ხოლო ფიზიოთერაპევტს – რომ ორი საათი მკურნალობა მჭირდებოდა. ეს განხილვას არ ექვემდებარებოდა. ის, რაც ელიტაში გამყოფებს, დისციპლინა და სტაბილურობაა. მოტივაცია მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება და დიდ მიზნამდე ვერ მიგიყვანს. მათ ვუთხარი, რომ შეცვლას ვაპირებდი და მინდოდა, ამ ‘უხილავ სამუშაოში’ ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ.”

“ზვიგენის” ისტორია

როგორც ირკვევა, მეტსახელი “ზვიგენიც” სწორედ ილია თოფურიადან მოდის. ფერანი იმავე გადაცემაში იხსენებდა:

“ზვიგენის ამბავი იქიდან დაიწყო, როცა ‘ბარსელონას’ ბიჭებთან ერთად ვჭამდი და მოვყევი, თუ როგორ თქვა ილია თოფურიამ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ აქ ზვიგენი თავად იყო და დიდ თევზებთან ბრძოლა არ სჭირდებოდა. ჩემმა თანაგუნდელებმა ინსტაგრამზე ზვიგენის ემოჯიების დაწერა დამიწყეს და ეს ამბავიც ასე გახმაურდა.”

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    28 ივლ 2026, 13:41

    ნეტავ მინდორზე იყო მართლა ზვიგენი და რაღა გვიჭირდა.

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      28 ივლ 2026, 13:57

      კალმახი მაინც იყოს ეს შობელძაღლი მთლად ლიფსიტა როგორაა