ბარსელონამ 2026/27 წლების სეზონის პირველი ვარჯიში ჩაატარა

ბარსელონამ 2026/27 წლების სეზონის პირველი ვარჯიში ჩაატარა

“ბარსელონას” 2026/27 წლების სეზონის წინასასეზონო მზადება დაწყებულია. ორშაბათს ჩატარებული სამედიცინო შემოწმებისა და ფიზიკური ტესტების შემდეგ, სამშაბათს ჰანსი ფლიკის გუნდმა ამ სეზონში პირველად ივარჯიშა “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე.

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეების გარეშე

ვარჯიშში პირველი გუნდის 9 ფეხბურთელი მონაწილეობდა: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ვოიცეხ შჩესნი, ალეხანდრო ბალდე, ანდრეას კრისტენსენი, მარკ კასადო, ჟერარ მარტინი, მარკ ბერნალი, ექტორ ფორტი და რუნი ბარდჯი. შემადგენლობის დანარჩენი ნაწილი კლუბს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.

სესიაში ასევე მონაწილეობდნენ ფეხბურთელები “ბარსელონა ატლეტიკისა” და 19-წლამდელთა გუნდებიდან: ჟოფრე ტორენტსი, ალვარო კორტესი, ჰაფიზ გარიბა, ტომი მარკესი, ორიან გორენი, ებრიმა ტუნკარა, იბრაჰიმ დიარა, გილერმო ფერნანდესი, ალექს გონსალესი, შეინ კლუივერტი, ოსკარ ჟისტაუ, ტონი ფერნანდესი, არონ იააკობიშვილი, ჩავი ესპარტი, ჰამზა აბდელკარიმი და ბრაიან ფარინიასი.

ოთხშაბათს ორჯერადი ვარჯიში

პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდი სამუშაო პროცესს ოთხშაბათს დაუბრუნდება, როდესაც წინასასეზონო ეტაპის პირველი ორჯერადი ვარჯიში გაიმართება. საწვრთნელი სესიები თბილისის დროით 11:30 და 20:00 საათებზეა დაგეგმილი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    14 ივლ 2026, 22:44

    ვაჰ საფრანგეთმა 4 შემტევი დააყენა მაინც, მეგონა ერთს მოხსნიდა რომელიმეს ესპანეთთან.
    სათამაშო კუთხით ესპანეთს დიდი უპირატესობა ექნება უდიდესი ალბათობით