მოკლე აღწერა: ესპანეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის საწყისი სამი ტურის განრიგი დადასტურდა. “ბარსელონა” ტიტულის დაცვას 23 აგვისტოს დაიწყებს და თვის ბოლომდე “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ორ საშინაო შეხვედრას გამართავს.
“ბარსელონასთვის” ლა ლიგის ზედიზედ მესამე ტიტულისთვის ბრძოლა კვირას, 23 აგვისტოს “ელჩეს” წინააღმდეგ მარტინეს ვალეროს სტადიონზე თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. ეს მატჩი მეორე ტურის ფარგლებში გაიმართება და კატალონიელთათვის ჩემპიონატში პირველი შეხვედრა იქნება. ჰანსი ფლიკმა იცის, რომ მის გუნდში მინიმუმ ერთ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშის შანსი აქვს, ხოლო ნახევარფინალში 10 მოთამაშის ყოფნის გამო, “ბარსელონასთვის” ლა ლიგა პრიმერა დივიზიონის სხვა გუნდებთან შედარებით ერთი კვირით გვიან დაიწყება.
პირველი საშინაო მატჩი 27 აგვისტოს
“სპოტიფაი კამპ ნოუზე” პირველი შეხვედრა 27 აგვისტოს “ბილბაოს” წინააღმდეგ 23:00 საათზე გაიმართება. რეალურად, ეს პირველი ტურის მატჩია, თუმცა ჰანსი ფლიკის გუნდისთვის რიგით მეორე დაპირისპირება იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის წილისყრიდან რამდენიმე საათში ჩატარდება.
მესამე ტური 31 აგვისტოს
აგვისტო კატალონიელებისთვის 8 დღეში ჩატარებული მესამე ოფიციალური მატჩით დასრულდება. ორშაბათს, 31 აგვისტოს, 23:30 საათზე “სპოტიფაი კამპ ნოუ” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლებს. საინტერესოა, რომ გუნდები ზუსტად იმავე თარიღში (2025 წლის 31 აგვისტოს) ლა ლიგის მესამე ტურში უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა მაშინ მატჩი ვალეკასის სტადიონზე გაიმართა.
ჰოჰოჰო 8 დღეში 3 ! თამაში გადაღლილზე ! :(((((((((((((((((((((((