განგაში დე იონგის ირგვლივ: ფრენკის შესაძლოა მუხლის სერიოზული ტრავმა ჰქონდეს

განგაში დე იონგის ირგვლივ: ფრენკის შესაძლოა მუხლის სერიოზული ტრავმა ჰქონდეს

მოკლედ
მსოფლიო ჩემპიონატზე ტკივილგამაყუჩებლებით თამაშის გამო დე იონგს, შესაძლოა 4 თვე გაუცდეს.

მოკლე აღწერა: “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა შესაძლოა მარჯვენა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით ოთხი თვე გაუცდება. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ორი მატჩი გამაყუჩებლებით ითამაშა, კლუბი კი დამატებითი გამოკვლევების პასუხებს ელოდება.

ცუდი ამბები ფრენკი დე იონგთან დაკავშირებით. “ბარსელონას” 29 წლის ნახევარმცველი ორშაბათს “სიუტატ ესპორტივას” ბაზაზე სამედიცინო შემოწმების გასავლელად იმყოფებოდა. სამშაბათს გამოცემა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდელს მარჯვენა მუხლის სერიოზული ტრავმა აქვს. წყაროს ცნობით, ის დაახლოებით ოთხი თვე ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის დაწყებას ნოემბრის შუა რიცხვებამდე ვერ შეძლებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე გამაყუჩებლებით თამაში

მუნდიალის მიმდინარეობისას ნიდერლანდებიდან ვრცელდებოდა ცნობები, რომ მარჯვენა მუხლის დისკომფორტის გამო, დე იონგმა ტურნირის ბოლო ორი მატჩი გამაყუჩებლებით ითამაშა. ფრენკიმ ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იაპონიასთან მან სრული 90 წუთი ითამაშა, შვედეთთან კი – 59 წუთი (რის შემდეგაც სათადარიგოთა სკამზე მუხლზე ყინული დაიდო). გამაყუჩებლებით მან 72 წუთი დაჰყო მოედანზე ტუნისის წინააღმდეგ, ხოლო 110 წუთი – მაროკოსთან, როდესაც რონალდ კუმანის გაწვრთნილი გუნდი ტურნირიდან გამოვარდა. ბოლო ორ შეხვედრაში ის მარჯვენა მუხლზე დიდი ნახვევით თამაშობდა.

კლუბი დამატებით გამოკვლევებს ელოდება

კლუბში აცხადებენ, რომ ცუდი პროგნოზის დადასტურების შემთხვევაში, დეტალები ოფიციალური განცხადების მეშვეობით გავრცელდება. ფეხბურთელს ჯერ კიდევ სჭირდება დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დე იონგმა კუნთის რამდენიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მეორე შემთხვევაში მას თითქმის ორი თვის გამოტოვება მოუწია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

დატოვე კომენტარი

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    14 ივლ 2026, 20:13

    ეხლა ხომ მაინც იძულებული იქნებიან მართლა საყრდენი მოიყვანონ იბიომატ ! ამდენი წლის შემდეგ! …..ბერნალი დარჩა მარტო კასადო ისედაც მიდის და გავის საყრდენობა არ გაიშვა არსად

  • AMZNG
    AMZNG კულე
    14 ივლ 2026, 20:04

    ეჰ ამან ისეთი ტრავმა მიიღო,ახლა ტვიტერზე წავიკითხე ეს 4 თვიანი ტრავმაც ვარაუდია.დიდი ალბათობით სეზონის ნახევარი გაუცდება და ვინმე უნდა მოიყვანონ საყდრენზე აუცილებლად,კასადო და ფერანი თუ წავლენ აუცილებლად საყრდენიც უნდა მოიყვანონ რამენაირად თორემ გავი ვერ დადგება მანდ,კასადო კიდევ მიდის.არაუხო და კრისტენსენიც უნდა გაუშვან,რადგან ორივე ტრავმისკენაა მიდრეკილი და ვერ ენდობი კაცი.მოკლედ მარტო ამ ალვარესზე არ უნდა გადააყოლონ მთელი ამბავი.თუ მოვა ხო კაი და თუ არა,რავიცი კეინიც შეიძლება ან სხვა ვინმე.

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    14 ივლ 2026, 20:03

    ეს 5 წლის უკან იყო გასაშვები, 30 წლის გახდება ცოტა ხანში და არაფერი გაუკეთებია ტიპს სასარგებლო.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    14 ივლ 2026, 19:48

    ამან ხო შეი*ო რა. გამოცდილ ნახევარმცველს ვერ ვიშოვით იაფად? ზამენისთვის.

    როდრი გაიფორმა რეალმა? თუ ვაბშე შეთავაზებაც არ გაუკეთებიათ? რაღაც არ მახსენდება მაგაზე რამე. თუ შესაძლებელია დათრევა იქნება დაჩალიჩდნენ.

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    14 ივლ 2026, 19:18

    ბერნალი და კასადოა საყრდენზე და გავისაც შეუძლია ჩანაცვლოს, ასე, რომ დასვენებული იქნება ნოემბერში და თუ რომელიმე გადაიღალა, მას შეცვლის;
    ამიტომაა კარგი გრძელი სკამი და შემადგენლობის სიღრმე

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    14 ივლ 2026, 19:06

    ხოდა რათგვინდა ნახევარმცველი ბევრიაო და პედრი თუ არაა კვდება ცენტრი ილოცეთ რომ არაფერი მოუვიდეს ფერმინი შემტევია, გავიც, ოლმოც მარა ჰაჰა იჭერს ბურთს, კასადო თუ გამოცოცხლდა მეყოლეთ ვარდივით მაშინ ბერნალიც უნდა მოიხოდოს საკაიფოდ თორე პიზდეეც ან ვინმე მოსაყვანია მაშინ დეიონგის ადგილას

  • barca75
    barca75 გულშემატკივარი
    14 ივლ 2026, 19:03

    ამან ნაკრებში გამაყუჩებლებით ითამაშოს, მდგომარეობა გაირთულოს და ბარსელონამ ხელფასი უხადოს?