workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დორტმუნდმა ადეიემის ტრანსფერზე ბარსას პირველი შეთავაზება უარყო

დორტმუნდმა ადეიემის ტრანსფერზე ბარსას პირველი შეთავაზება უარყო

“ბარსელონა” 24 წლის გერმანელი შემტევის, კარიმ ადეიემის დამატებას სატრანსფერო ბაზარზე კარგ შესაძლებლობად განიხილავს. თავის მხრივ, ფეხბურთელსაც სურს წლების ოცნება აიხდინოს და კატალონიურ კლუბში ითამაშოს. ამ ფონზე, მოთამაშესთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, “ბარსელონამ” “დორტმუნდს” 20 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა ეს წინადადება არასაკმარისად მიიჩნია და უარყო.

მოლაპარაკებები გრძელდება

მიუხედავად უარისა, “ბარსელონამ” მიიღო მესიჯი, რომ “დორტმუნდი” ადეიემის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ღია რჩება. გერმანულ კლუბში კარგად აცნობიერებენ შექმნილ პრობლემას: ფეხბურთელს კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, გახანგრძლივება არ სურს და მისი მთავარი პრიორიტეტი “ბარსელონაში” გადასვლაა. რისკი ნათელია – თუ ამ ზაფხულში შეთანხმება არ შედგება, მომავალ წელს ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. “დორტმუნდმა” იცის, რომ ადეიემის, როგორც ახალგაზრდა, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელისა და ძლიერი ფიზიკური მონაცემების მქონე მოთამაშის ფასი საკმაოდ მაღალია.

“ბარსელონას” პოზიცია

თავის მხრივ, “ბარსელონამ” გერმანელების ეს უარი სიმშვიდით მიიღო. კატალონიელებმა იციან, რომ ადეიემი ბაზარზე კარგი შესაძლებლობაა, თუმცა არა უდიდესი პრიორიტეტი (როგორიც, მაგალითად, ცენტრალური თავდამსხმელის დამატებაა). შესაბამისად, თუ ოპერაცია მისაღებ ეკონომიკურ ფარგლებში განვითარდება, კლუბი ტრანსფერზე მუშაობას გააგრძელებს, ხოლო თუ ფასი ძალიან გაიზრდება, პროცესს ჩამოშორდება. ამ ჰიპოთეტურ სცენარში, ტრანსფერის განსახორციელებლად, თავად ფეხბურთელსა და “დორტმუნდს” მოუწევთ ძალისხმევის გაღება და დათმობაზე წასვლა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 11 ივლ 2026, 10:50
    #12

    ხო დათანხმდა ბოლოს 22 მილიონს პლიუს 7 მილიონის ბონუსებს.

  • Moriarti
    Moriartiflag გულშემატკივარი
    schedule 10 ივლ 2026, 13:08
    #11

    რას უწუნებთ ადეიმს? კარგი ფეხბურთელია მომატების დიდი პოტენციალით. მაგას აღარ დავწერ რა პლუსები აქვს დაწერეს ისედაც ბიჭებმა. წინა სეზონში იმიტომ გამოვვარდით ლიგიდან რო სიღრმე არ გვქონდა. ლიგის მოგება თუ გვინდა სკამზეც კარგი შემცვლელები უნდა გვყავდედ. ეგეც დაიწერა რო 9იანზე არ იქონიებს გავლენას ამის ტრანსფერი და 30ში ამაზე კარგი იგროკი ვინ უნდა დაიმატო. ტიპი 3 პოზიციაზე თამაშობს. თან ფლიკი კარგათ იცნობს და იცის რაც შეუძლია. მე მივესალმების ამის ტრანსფერს და ფორვარდის მოსვლას ველოდები

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 10 ივლ 2026, 06:03
    #9

    ფერანი ვინმესთვის შესატენი ნივთი არაა, ბევრს გვაბრაზებს, მაგრამ სკამიდან 21⚽️ არაა ურიგო და ალბათ “გაცოცხლდება”, რაც შეეხება ადეიემს, ბარდჯიში გაცვლა თანხის დამატებით წრსით უნდა აწყობდეს დორტმუნდს

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
      schedule 10 ივლ 2026, 11:15
      #10

      გეთანხმები, ფერანი შეილება 90 წუთის განმავლობაში არ იყოს საერთო სურატში კარგი, თუმცა შეცვლაზე და შემადგენლობის სიღრმისთვის ძალიან საჭირო კაცია და დღეს იშვიათად არი ვინმე, რო ესე შეცვლაზე თამაშზე თანახმა იყოს ასე, რომ გვჭირდება და ეს ადეიემიც გვჭირდება, თუ გვინდა ლიგაზე გავიწიოთ, ძირითადი თერტმეტეულით თამაში სულ არ გვაძლევს ლიგის მოგების შესაძლებლობას..

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 10 ივლ 2026, 04:24
    #8

    25-30 ად კარგი დანამატი იქნება

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lovereco ახალბედა
    schedule 10 ივლ 2026, 01:36
    #5

    30 ის ფარგლებში შეუძლიათ თავისუფლად დათრევა ერთ წელში ეწურება კონტრაქტი და მიაწვნენ ბოლომდე.

  • C.PC5
    C.PC5shield ვეტერანი
    schedule 10 ივლ 2026, 01:03
    #4

    გაცვლა არ აწყობთ დავიჯერო? შეტენონ ფერანი, არაუხო ან კასადო თუნდაც, აბა 30 მილიონზე მეტის გადახდა სისულელეა ახლა კიდე ვინგერში ჯერ ისედაც ამდენი ვინგერი რად უნდათ იმას ვერ ვხვდები მარა ჯანდაბას გაცვლით ან <30 ში თუ დაიმატებენ კაი იქნება.

    • Motamashe
      Motamasheeco ახალბედა
      schedule 10 ივლ 2026, 01:45
      #6

      კარგი რა ძმა, ტორესისთვის მე რაც ნაგინები მყავს სრ ვიცი ვინმე თუ მაჯობებს, მაგრამ სულ მცირე 50-60 მილიონი ღირს ბრატ, რაის დორტმუნდის სათადარიგოში გაცვლა, თან გაისად რომ კონტრაქტი უმთავრდება ისეთში. ამ გაცვლას დარწმუნებული ვარ თვით ტრანსფერების მეფე დეკოც კი არ იკადრებს😁

      • Moriarti
        Moriartiflag გულშემატკივარი
        schedule 10 ივლ 2026, 02:47
        #7

        რახან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა არ ათამაშებდნენ თორე ძირითადის კაცი იყო. მაქსიმუმ 30 ღირს იმის გათვალისწინებით რო 1წელში უმთავრდება კონტრაქტი

  • La Pulga10
    La Pulga10shield ვეტერანი
    schedule 10 ივლ 2026, 00:36
    #2

    აუ ბონო ძაან დაუფასებელი მეკარეა. ძაან დონეა ტიპი.

    • Cule cule
      Cule culeeco ახალბედა
      schedule 10 ივლ 2026, 00:56
      #3

      თავი გაიბანძა აქლემების ლიგაში რო წავიდა

  • sandro89
    sandro89shield ვეტერანი
    schedule 10 ივლ 2026, 00:32
    #1

    ძალიან კარგი