გიორგი ჩაკვეტაძე ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს

გიორგი ჩაკვეტაძე ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს

2026/2027 წლების სეზონისთვის მზადების ეგიდით “ბარსელონა” აგვისტოში ითამაშებს ამხანაგურ ტურნირში, რომელშიც მონაწილეობას სამი გუნდი მიიღებს.

RAC1-ის ცნობით ტურნირი 8 აგვისტოს გაიმართება და მასში მონაწილეობას, “ბარსელონას” გარდა, იტალიური “უდინეზე” და ინგლისური “ნოტინგემ ფორესტი” მიიღებენ.

ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს “უდინეზესთან” დაპირისპირება იწვევს. საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ იტალიურ გუნდს ქართველი შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შეუერთდა და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “ბლაუგრანას” წინააღმდეგ გიორგისაც ვიხილავთ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    08 ივლ 2026, 12:01

    ჩაკვე უდინეზეს გააჩენპიონებს სერია ა-ში

    • suxaaa
      suxaaa ლეგენდა
      08 ივლ 2026, 12:28

      ამ შემოადგენლობით უდინეზე და ჩემპიონობა?