ტიაგო ალკანტარა: პედრი მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია

ტიაგო ალკანტარა: პედრი მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და გასულ სეზონში ჰანსი ფლიკის სამწვრთნელო შტაბის წევრი ტიაგო ალკანტარამ რიო ფერდინანდის YouTube არხზს ესტუმრა. ინგლისელ ვეტერანთან ინტერვიუში ესპანელმა თავის კარიერაზე ისაუბრა და “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავები, ასევე გერმანელი სპეციალისტი შეაქო. საუბრისას მან ცალკე გამოყო პედრი და ის მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა.

ლამინ იამალის გავლენა და მსოფლიო ჩემპიონატი

პედრის გარდა, ტიაგომ განსაკუთრებული ყურადღება 18 წლის ლამინ იამალზე გაამახვილა, რომელიც ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ასპარეზობს. მან ახალგაზრდა ტალანტის საოცარ გავლენაზე ისაუბრა:

“გასულ სეზონში, “ბარსელონას” ფეხბურთელებთან ერთად სავარჯიშო რიტმი ჯერ კიდევ მქონდა შენარჩუნებული. სავარჯიშო მატჩებში ლამინი სხვაობას ქმნის. შენ იცი, რომ რომელ გუნდშიც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად მოიგებს. ახლა ის მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად თამაშობს და ესპანეთის ნაკრებში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია, ასე რომ, რატომ არ უნდა იყოს ის საუკეთესო მომავალ წლებში?!”

განსაკუთრებული აურა და სიმწიფე

ალკანტარამ ასევე აღნიშნა იამალის არაორდინალური თვისებები და სათამაშო ინტელექტი, რითაც ის თანატოლებისგან საგრძნობლად გამოირჩევა:

“ფეხბურთი უფრო ფიზიკური გახდა, რადგან მათ გადაწყვეტილებების მიღება უდიდეს სისწრაფეზე შეუძლიათ. ის ძალიან მოწიფული ბავშვია და იმ ცხოვრებით ცხოვრობს, რომელსაც იმსახურებს. თავად გადაწყვეტს, ითამაშოს უმაღლეს დონეზე, თუ უბრალოდ თავისი ცხოვრება გააგრძელოს. ლამინს უკვე აქვს ეს განსაკუთრებული აურა.”

ჰანსი ფლიკის გავლენა და იდეალური ნახევარდაცვა

მეგობრულ საუბარში ჰანსი ფლიკის თემაც გაჟღერდა. “მისგან ვისწავლე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მწვრთნელი, როგორც ადამიანი და როგორ უნდა მართოს გუნდი”, – განმარტა ტიაგომ. თუმცა, მას არც პეპ გვარდიოლა, ლუის ენრიკე და იურგენ კლოპი დავიწყებია.

ბოლოს, ფერდინანდმა მას სთხოვა, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვის სამეული დაესახელებინა. ტიაგოს არჩევანი დეკლან რაისზე, ვიტინიასა და პედრიზე შეჩერდა:

“რაისი 8 ნომერზე უკეთესად თამაშობს, მაგრამ ამ პოზიციას პედრის ვუტოვებ. ის მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია. მე მასთან ერთად როგორც ფეხბურთელმა ვივარჯიშე, შემდგომში კი – როგორც მწვრთნელმა.”

აღსანიშნავია, რომ ტიაგომ კანარიელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტას შეადარა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი