workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას რაფაელ ლეაუს ტრანსფერის შანსი უჩნდება

ბარსელონას რაფაელ ლეაუს ტრანსფერის შანსი უჩნდება

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” რაფაელ ლეაუს სიტუაციით დაინტერესდა. პორტუგალიელი შემტევი “მილანის” ახალი მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის გეგმებში არ შედის და იტალიურმა კლუბმა შესაძლოა ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებით განათხოვრება განიხილოს.

ძველი ინტერესი და ახალი შესაძლებლობა

27 წლის რაფაელ ლეაუს სახელი “ბარსელონას” ჯერ კიდევ ორი ზაფხულის წინ უკავშირდებოდა, როდესაც კატალონიელები მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად ნიკო უილიამსის ტრანსფერზე მუშაობდნენ. ინტერესი გასულ ზაფხულსაც არსებობდა, თუმცა მაშინ კლუბის მთავარი პრიორიტეტი ლუის დიასი იყო. საბოლოოდ, ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე, გუნდში იჯარის წესით “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი, მარკუს რეშფორდი მოვიდა.

ახლა კი, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში ხორვატიის წინააღმდეგ ჩატარებული კარგი მატჩის შემდეგ (სადაც ლეაუმ ბურთი ხარიხას მოარტყა და გონსალო რამოსს საგოლე გადაცემა გაუკეთა), იტალიური პრესა მის “ბარსელონაში” გადასვლის ვარიანტს კვლავ ააქტიურებს.

“მილანის” მოთხოვნები და ტრანსფერის ფორმულა

ვინაიდან ლეაუ თავისი თანამემამულის, “მილანის” ახალი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის გეგმებში არ არის, “მილანი” მისთვის ახალ კლუბს ეძებს. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევროს აღემატება, თუმცა La Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, კლუბი მზადაა ის 60-70 მილიონ ევროდ გაყიდოს. მიუხედავად ამისა, “ბარსელონა” ამ თანხის გადახდას არ აპირებს (კატალონიელებმა რაშფორდის გამოსასყიდად შეთანხმებული 30 მილიონის გადახდაზეც უარი თქვეს).

წყაროს ცნობით, “ბარსელონამ” ფეხბურთელის სტატუსის შესახებ უბრალოდ იკითხა და კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს. პორტუგალიელით ასევე ინტერესდებიან “ტოტენჰემი” და საუდის არაბეთის კლუბები. თუმცა, თუ კატალონიელები ტრანსფერზე მუშაობას გადაწყვეტენ, შესაძლოა იგივე ფორმულა გამოიყენონ, რაც გასულ ზაფხულს რაშფორდის შემთხვევაში: იჯარა გამოსყიდვის უფლებით.

7 სეზონი, 291 მატჩი და 80 გოლი

რაფაელ ლეაუს “მილანთან” კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. მან იტალიურ კლუბში 7 სეზონი გაატარა, 291 მატჩი ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა. გარემარბის პოზიციაზე თამაშის მიუხედავად, მას კარგი საგოლე ალღო აქვს, თუმცა მისი მთავარი მინუსი არასტაბილურობაა. ლეაუს საუკეთესო პერიოდი “მილანის” მაისურით 2022 წელს ჰქონდა, როდესაც გუნდი სერია ა-ს ჩემპიონი გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️flag გულშემატკივარი
    schedule 05 ივლ 2026, 19:26
    #8

    ლეაო არა იაია ტურე. ვინგერები გვყავს უკვე საკმარისად. 9 ნომერი მოიყვანეთ და დაცვაში ვინმე. მარა რად გინდა ამ ამოწეულ დაცვას რა უშველის არ ვიცი,აგერ დაფრინავს კუბარსი ნაკრებში. მცველი და ფორვარდი,ოსიმენი. ალვარესი არაფერი გოლეადორი ეგ არაა

    • Motamashe
      Motamasheeco ახალბედა
      schedule 05 ივლ 2026, 22:01
      #9

      კუბარსი იმიტომ დაფრინავს რომ გვერდით გამოცდილი მემარცხენა ლაპორტი ყავს ძმა. და არა გამოუცდელი მემარჯვენე, მარცხენა ფლანგის მცველი. ან უარესი ნახევარმცველი მემარჯვენე, ან უარესი ურუგვაელი ქაჯი რომელიც მგონი თამაშგარის არსს საერთოდ ვერ ხვდება😆

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 05 ივლ 2026, 19:13
    #7

    7 სეზონში 80 გოლი? მაგდენი ხო ფერანასაც გააქვს.

  • Damien12
    Damien12flag გულშემატკივარი
    schedule 05 ივლ 2026, 15:31
    #5

    რომელ გენიოსს მოუვიდა თავში აზრად ბარსას ლეაოს ყიდვა უნდა დღეის მდგომარეობითო ?
    აბა, გორდონი რატომ იყიდა ბარსამ ? უბრალოდ ძაან თეთრი ბიჭი სჭირდებოდათ გუნდში, არიელის რეკლამა რომ გაეკეთებინათ ? სწორედ, რომ გორდონი არის ტიპიური ვინგერი და ეგ პოზიცია გუნდში უკვე სრულად არის დაკომპლექტებული. პესეჟეს ფორმატზე კიდე ბარსა ვერ გადავა, რადგან არ ჰყავს ისეთი სტილის ვინგერები, როგორიც ენრიკეს გუნდს და არც ფლანგის მცველები.

    • Motamashe
      Motamasheeco ახალბედა
      schedule 05 ივლ 2026, 22:02
      #10

      100% ნუნუ გომეში და ჰაკიმი როცა გყავს ადვილია უფორვარდოთ თამაში.

  • PUIOL5
    PUIOL5flag გულშემატკივარი
    schedule 05 ივლ 2026, 14:44
    #4

    მოაშორეთ ეს ღლე ზანგი

  • Padaro
    Padaroeco ახალბედა
    schedule 05 ივლ 2026, 14:16
    #3

    ახალი ზღაპარი! მაგ ფლანგზე რაფინია თამაშობს, თუ რაფა მიდის ჯობია ვილიამსი მოვიყვან მაგ ფულით, თავდამსხმელად ოსიმენი, მართალია ცუდი ხასიათი აქვს, მარა გახსოვთ ჯეკა? მოარჯულეს და ალბათ ჯეკას ნაირი 9 ბარსას არ ყოლია!

  • Moriarti
    Moriartiflag გულშემატკივარი
    schedule 05 ივლ 2026, 12:36
    #2

    ფორვარდი გვინდა რა ლეაო. ვიქტორას მიაწვნენ

  • JasoN
    JasoNshield ვეტერანი
    schedule 04 ივლ 2026, 23:35
    #1

    ამას რაშფორდი მირჩევნია მე პოტადად