ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით “ბარსელონას” ლა ლიგაში ორიდან ორი მოგება აქვს. მესამე ტიტული ახლა მთავარი მიზანია და ეს მოგზაურობა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ბილბაოს” სტუმრობით დაიწყება – 2026/27 წლების სეზონის ოფიციალური კალენდარი უკვე ცნობილია. ჩემპიონატის დაწყება 16 აგვისტოსაა დაგეგმილი, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ითამაშებს თუ არა მოქმედი ჩემპიონი ამ დღეს.
ეს ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ლურჯ-ბროწეულისფერი გავა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ფინალში, რადგან თუ ტურნირზე ბევრი ფეხბურთელი დიდხანს დარჩება, “ბარსელონას” ლა ლიგაში სტარტის აღება ერთი კვირით გადაიდება. დანამდვილებით ვიცით ის, რომ ბოლო ტური 2027 წლის 30 მაისს გაიმართება, სადაც კატალონიელები გასვლაზე “ხეტაფეს” დაუპირისპირდებიან.
“ელ კლასიკოს” თარიღები
როგორც ყოველთვის, “ბარსელონას” გულშემატკივრები პირველ რიგში ორ “ელ კლასიკოს” და “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი მატჩის თარიღს ეძებენ. პირველი დაპირისპირება ბარსელონაში შედგება: მე-10 ტურის მატჩი 24-25 ოქტომბრის უქმეებზეა დაგეგმილი, როცა “რეალ მადრიდი” ჟოზე მოურინიოსთან ერთად კატალონიელთა სტადიონს ესტუმრება. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამგზავრება კი სეზონის ბოლოსკენ, 35-ე ტურში, 8-9 მაისის უქმეებზე მოუწევთ.
დერბი “ესპანიოლთან” და მატჩები “ატლეტიკოსთან”
ქალაქელ მეტოქე “ესპანიოლთან” თამაშებიც ყოველთვის გამორჩეულია. საინტერესოა, რომ “RCDE სტადიონზე” დერბი კვლავ 3 იანვარს, გასული სეზონის ანალოგიურ თარიღში გაიმართება. მაშინ, მე-18 ტურის მატჩში “ესპანიოლთან” მოპოვებულ გამარჯვებაში დანი ოლმომ, ფერმინმა და ჟოან გარსიამ გაიბრწყინეს. “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი დერბი კი 32-ე ტურში, 17-18 აპრილის უქმეებზე შედგება.
ასევე აღსანიშნავია მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩები, რომლებიც ყოველთვის უკომპრომისო ბრძოლით გამოირჩევა. პირველი შეხვედრა “მეტროპოლიტანოზე” მე-12 ტურში, 7-8 ნოემბრის უქმეებზე გაიმართება. “სპოტიფაი კამპ ნოუზე” საპასუხო მატჩი კი სამი თვის შემდეგ, 23-ე ტურში, 6 ან 7 თებერვალს ჩატარდება.
კიდევ უნდა დავდოთ და ლიგა