რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ ახალი ცენტრალური თავდამსხმელის ძიებაში მყოფმა “ბარსელონამ” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ხელიდან გაუშვა. ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ჰარი კეინი მიუნხენის “ბაიერნთან” ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება და კატალონიურ გრანდში გადმოსვლას არ გეგმავს.
“ბარსელონას” შეთავაზება სწრაფად დაიბლოკა
The Athletic-ის ცნობით, “ბარსელონამ” მსოფლიო დონის თავდამსხმელის ძიების პროცესში სერიოზული უარი მიიღო. ჰარი კეინის ტრანსფერთან დაკავშირებით კლუბის მცდელობა თავიდანვე უარყოფითად დასრულდა. მიუხედავად “სპოტიფაი კამპ ნოუზე” თამაშის პრესტიჟისა, 32 წლის ფორვარდმა თავისი წარმომადგენლების მეშვეობით მკაფიოდ განაცხადა, რომ “ბაიერნის” პროექტის ერთგული რჩება.
კატალონიელები ინგლისელის სიტუაციით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გუნდი რობერტ ლევანდოვსკიმ დატოვა. თუმცა, კეინის ბანაკიდან წამოსული მესიჯი ცალსახა იყო: მისი მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ოფიციალურად არ განიხილება, მაგრამ ბუნდესლიგაში მის დასარჩენად ნიადაგი უკვე მზადდება.
ადეკვატური ხელმძღვანელობა ამის მხარეს თუ გაიხედავდა საერთოდ ? ეს იყო მოსაყვანი ტოტენჰემიდან, მაშინ, როდესაც ამათმა ლევანდოვსკი მოიყვანეს, რომელიც დაჯდა ძალიან ძვირი ხელფასიანად. ეს რომ თავის დროზე მოგვეყვანა, ახლა მინიმუმ 3 წელი არ გვეყოლებოდა ფორვარდი მოსაძებნი და დიდი შანსი იყო ლიგის მოგების.
33 წლის კაცში რატომ უნდა გადაიხადო დიდი თანხა და მერე 2 წელიწადში კიდევ ახალი ფორვარდი ეძებო.
არც ალვარესის მყიდველი არ არიან. ფერან ტორესის იმედად ვრჩებით, რაც გარანტირებული უტიტულოების მაუწყებელია
ბრიტანელია და თუკი ბავარიასთან ჯენტლმენური სიტყვა აქვს ნათქვამი, ბევრს არ ილაპარაკებს და არც სხვას ალაპარაკებს; ეგ აქვთ დადებითი ჩაის მსმელებს
2 სეზონისთვის მაგდენის გადახდა არც ღირს
ჰოო მანდ დარჩი მანდ ! ჯერ ჰო ორი დღეა მთელი გერმანია არკვევს პარაგვაიმ მოუგო თუ ურუგვაიმ ?! :))))))))))))))))))))))))))))))))))) და მერე ხელა მანდ (ბავარია) საიბარი მოგივა და ნემენცები არ აგაყენებენ სკამიდან :)))))))))))))))))))))))))))))
axla amaze alvarezi gamwardeba da 2070 wlamde gaaxangrdzlivebs atletikostan an realshi gadava. chven kide moviyvant vlahovics romelic sezonshi gaitans 5 gols. 10 sac ferani gaitans da egaa. y..porta kmayofili iqneba
ეს yლე რათ უნდათ 900 წლისაა ბლიად. კიდე კაი არ მოდის.
ძალიან კარგი, გვეყო პენსიონერების მოყვანა 2-3 წლით და მერე ისევ ახლების ძებნა.