ოფიციალურად: რობერტ ლევანდოვსკი კარიერას ჩიკაგო ფაიერში გააგრძელებს

ოფიციალურად: რობერტ ლევანდოვსკი კარიერას ჩიკაგო ფაიერში გააგრძელებს

“ბარსელონას” ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, კარიერას ამერიკულ MLS-ში გააგრძელებს. “ჩიკაგო ფაიერმა” პოლონელი გოლეადორის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ლევანდოვსკიმ კატალონიურ კლუბში ბრწყინვალე კვალი დატოვა – ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ჩატარებულ 193 მატჩში მან 120 გოლი გაიტანა და გულშემატკივრებს არაერთი დაუვიწყარი მომენტი აჩუქა.

ჩიკაგოელები პოლონელის ფიზიკურ კონდიციებს სიფრთხილით ეკიდებიან და მის ოპტიმალურ ფორმაში შესვლას ელოდებიან. წინასწარი გეგმის მიხედვით, ლევანდოვსკის დებიუტი 16 ივლისს იგეგმება, სადაც ის “ბაიერნში” ყოფილ თანაგუნდელს, თომას მიულერს დაუპირისპირდება (რომელიც ამჟამად “ვანკუვერ უაითქეფსის” ღირსებას იცავს).

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    30 ივნ 2026, 14:11

    წარმატებები, დაიმსახურმა ადამიანმა მშვიდი ცხოვრება, რაც მთავარია ბარსასთან პირნათელია და რაც შეეძლო მისცა გუნდს სრულად.