workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკი ჩიკაგო ფაიერში გადადის

რობერტ ლევანდოვსკი ჩიკაგო ფაიერში გადადის

ამერიკულ MLS-ში კიდევ ერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ითამაშებს. უახლესი ინფორმაციით, რომელსაც ფაბრიციო რომანო ავრცელებს, რობერტ ლევანდოვსკი “ჩიკაგო ფაიერში” ტრანსფერზე უკვე დათანხმდა.

მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. პოლონელი თავდამსხმელი, 15 დღის წინ ჩიკაგოში ვიზიტის შემდეგ, კონტრაქტს მიმდინარე კვირაში ოფიციალურად გააფორმებს.

ვეტერანმა გოლეადორმა “ბარსელონა” ცოტა ხნის წინ დატოვა. კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყებად, სხვა კლუბების წინადადებების უარყოფის შემდეგ, ის ამერიკულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.

პოლონელი ლეგენდა “ბარსელონაში” 4 წლის განმავლობაში თამაშობდა. მის ანგარიშზე 193 მატჩი, 120 გოლი, 24 საგოლე გადაცემა და 7 მოგებული ტიტულია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 30 ივნ 2026, 14:31
    #3

    კიდევ ერთხელ ვწერ წარმატებები, ბარსას რაც შეეძლო გაუკეთა, ნეტავ ყველა ახალწვეული ასე გამოგვადგეს როგორც ეს.

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 29 ივნ 2026, 13:56
    #1

    მადლობა ყველაფერისთვის!