თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, “ბარსელონას” პრეზიდენტს, სანდრო როსელს 40 მილიონი ევროს მითვისებაში სდებენ ბრალს.
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის სასამართლოს “ბარსელონას” ერთ-ერთმა ოპოზიციურად განწყობილმა წევრმა მიმართა და მან როსელს, ნეიმარის ტრანსფერის განხორციელების დროს, ფინანსურ მაქინაციებში დადო ბრალი. მომჩივანის თქმით, ბრაზილიელის ტრანსფერის შედეგად, “ბარსას” პრეზიდენტმა 40 მილიონი ევრო მიითვისა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს.