workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინომ კარდოსო ისურვა

მარტინომ კარდოსო ისურვა

პორტუგალიური “ბენფიკას” პარაგვაელი თავდამსხმელის, ოსკარ კარდოსოს სახელს “ბარსელონას” უკავშირებენ. კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელის შეძენით ტატა მარტინოა დაინტერესებული.

კარდოსო და მარტინო ერთად პარაგვაის ნაკრებში მუშაობდნენ. არგენტინელი სპეციალისტისთვის “ბენფიკას” თავდამსხმელის შესაძლებლობები სწორედ იმ დროიდანაა ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსას” კარდოსოს შეძენას იანვარში შეეცდება. ივარაუდება, რომ სამხრეთ ამერიკელის სატრანსფერო ფასი 2 მილიონი ევრო იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward