სატრანსფერო ფანჯარა დიხურა და დღევანდელ “ბარსელონას” პირველი გუნდის შემადგენლობაში სულ 34 ფეხბურთელია შეყვანილი, აქედან წლევანდელ სეზონში კლუბმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი შეიძინა, ხოლო 9 ფეხბურთელის გამოყენება “ბარსელონას” მისი სარეზერვო გუნდიდან შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” ამ სამი შენაძენიდან 7 პოზიციის გაძლერება მოახერხა, დავიდ ვილიას ორ პოზიციაზე ცენტრალურ თავდასხმაში დ მარცხენა თავდამსხმელად თამაში შეუძლია. მასკერანი “კლდესავით” ცენტრალური ნახევარმცველია, ხოლო ადრიანო კორეია ნამდვილად უნიკალური ფეხბურთელია, მას ოთხ სხვადასხვა პოზიციაზე თანაბრად თამაში შეუძლია.
სატრანსფერო ფანჯარა დიხურა და დღევანდელ “ბარსელონას” პირველი გუნდის შემადგენლობაში სულ 34 ფეხბურთელია შეყვანილი, აქედან წლევანდელ სეზონში კლუბმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი შეიძინა, ხოლო 9 ფეხბურთელის გამოყენება “ბარსელონას” მისი სარეზერვო გუნდიდან შეუძლია.აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” ამ სამი შენაძენიდან 7 პოზიციის გაძლერება მოახერხა, დავიდ ვილიას ორ პოზიციაზე ცენტრალურ თავდასხმაში დ მარცხენა თავდამსხმელად თამაში შეუძლია. მასკერანი “კლდესავით” ცენტრალური ნახევარმცველია, ხოლო ადრიანო კორეია ნამდვილად უნიკალური ფეხბურთელია, მას ოთხ სხვადასხვა პოზიციაზე თანაბრად თამაში შეუძლია.
ბომბარდირები
“ბარსელონას” დღევანდელ 22 კაციან შემადგენლობაში ყველაზე მეტი გოლი არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლიონელ მესის აქვს გატანილი. ლეო მესი ძირითად გუნდში 2004 წლიდან ირიცხება და მას უკვე 136 გოლი აქვს გატანილი, კვლავაც იმ ტემპებით თუ დაამწუხრა მეტოქეთა მეკარეები, რითაც უკვე მეორე წელია გოლების გატანას აგრძელებს მალე გადასცდება 200 გატანილ გოლს. შეგახსენებთ, რომ 2008/09 წლების სეზონში მესიმ სულ 42 ბურთის გატანა მოახერხა, ხოლო 2009/10 წლების სეზონში 7 ბურთით გაზარდა საკუთარი რეკორდი და 49 გოლი გაიტანა.
მეორე ადგილზეა გუნდის ტვინი ჩავი ერნანდესი 35 გოლით, ანდრეს ინიესტას კი 30 გოლი აქვს გატანილი კატალონიური კლუბის მაისურით და მესამე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნომინალური ნახევარმცველია მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა არცერთისთვისაა უცხო, განსაკუთრებით კი შემტევი ანდრეს ინიესტასთვის.
თუ მხედველობაში მივიღებთ ფეხბურთელთა მთელ კარიერას და არა მხოლოდ “ბარსელონაში” გატარებულ წლებს გუნდის საუკეთესო ბომბარდირი “ელ გუახეა”, ვილიას თავისი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში 202 გოლი აქვს გატანილი, რაც თანამედროვე ფეხბურთის პირობებში ნამდვილად უნიკალური შედეგია. მან თავისი 202- გოლი “ბარსელონას” მაისურით გასულ კვირას “რასინგის” კარში გაიტანა.
რეკორდსმენები
“ბარსელონას” რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების მიხედვით ჩავი ერნანდესია, ჩავი “ბარსელონას” შემადგენლობაში 1998 წლიდან ასპარეზობს და უკვე 352 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მატჩების რაოდენობის მიხედვით მეორეა კაპიტანი კარლეს პუიოლი, რომელსაც 331 მატჩი აქვს ნათამაშები “ბლაუგრანას” შემადგენლობაში. კარლეს პუიოლი კლუბში 1999 წლიდან ასპარეზობს.
“ბარსელონას” მეორე ვიცე კაპიტან ვიქტორ ვალდესს 264 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მესამე ადგილს ღირსეულად იკავებს, ვალდესი “ბარსელონას” ძირითად გუნდში 2002 წლიდანაა.
აღსანიშნავია, ის სასიამოვნო დამთხვევა, რომ ვიქტორ ვალდესის მსგავსად 264 მატჩი აქვს ჩატარებული დანი ალვესს მისი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ამ დროის მანძილზე მან სამ სხვადასხვა კლუბში ითამაშა.
მთლიანი კარიერის გათვალისწინებით დევიდ ვილია აქაც საუკეთესოა, მას 1999 წლიდან 385 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და უდიდესი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია მიუხედავად იმისა, რომ ის 28 წლისაა.



