workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი, სავარაუდოდ, სამიდან ექვს კვირამდე იუქმებს

ვალდესი, სავარაუდოდ, სამიდან ექვს კვირამდე იუქმებს

სამხრეთ აფრიკასა და ესპანეთს შორის გამართული მატჩი (1:0) “ბარსელონასთვის” ძალიან ცუდად დასრულდა. მოედანზე მე-2 ტაიმის დასაწყისში შესულმა ვიქტორ ვალდესმა, შეხვედრის მიწურულს ტრავმა მიიღო. 31 წლის მეკარეს, სავარაუდოდ, ფეხის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რაც მას სამიდან ექვს კვირამდე უქმობას აიძულებს.

ვალდესს დეტალური სამედიცინო შემოწმება უახლოეს მომავალში ჩაუტარდება, მაგრამ წინასწარი პროგნოზი არცთუ სახარბიელოა: “როგორც ჩანს, ვალდესს ფეხის კუნთი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც ის სამიდან ექვს კვირამდე იუქმებს.” – აცხადებს ესპანეთის ნაკრების ექიმი ხუან კოტა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward