ჩავი ერნანდესის შემდეგ, “ბარსელონას” კრისტიან ტელიოც გამოაკლდა. ვეტერანი ნახევარმცველის მსგავსად, ახალგაზრდა შემტევის “გრანადასთან” თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
დღეს გამართულ ვარჯიშზე, ტელიომ კოჭის დაზიანება მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა ის შაბათს გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას.