“ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა აცხადებს, რომ კლუბის წარმომადგენლები ლიონელ მესის გამოჯანმრთელების პროცესს არ დააჩქრებენ და არგენტინელს ტრავმის სრულად მორჩენის საშუალება ექნება.
“ყოველთვის უსიამოვნოა, როდესაც ფეხბურთელი ტრავმას ღებულობს. მესიზე ვიზრუნებთ და შევეცდებით ისე მოვიქცეთ, რომ მოედანზე დაბრუნების დროს, ის 100%-ით მზად იყოს. მისი მკურნალობის დაჩქარებას არ ვაპირებთ.” – აცხადებს ანდონი სუბისარეტა.
შეგახსენებთ, რომ “ბეტისთან” მიღებული ტრავმის გამო, ლიონელ მესი წელს მოედანზე ვეღარ გავა.