workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტრავმირებული სესკი ნაკრებში ბარტრამ შეცვალა

ტრავმირებული სესკი ნაკრებში ბარტრამ შეცვალა

ტრავმა, რომელიც სესკ ფაბრეგასმა “ბეტისთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო, სერიოზული არ გამოდგა. ნახევარმცველი გუნდს 7 დღეში დაუბრუნდება. სანაკრებო პაუზის გამო, სესკს “ბარსას” არცერთი თამაშის გამოტოვება არ მოუწევს.

თუ ფაბრეგასის ტრავმა კლუბისთვის დანაკლისი არაა, იგი ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. ვისენტე დელ ბოსკემ “ბარსელონას” ნახევარმცველი განაცხადიდან უკვე ამოიღო და მის ნაცვლად, “ფურია როხაში” კატალონიელთა ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, მარკ ბარტრას უხმო, რომელსაც ესპანეთის პირველ ნაკრებში აქამდე არასდროს უთამაშია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward