“ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი, “ბეტისთან” მიღებული ტრავმის გამო, გუნდს 6-8 კვირის განამვლობაში ვერ დაეხმარება.
გუშინ, “ბეტისთან” მოგებული შეხვედრის (4:1) პირველ ტაიმში, მესიმ ბარძაყის კუნთი დაიზიანა და სამხრეთ ამერიკელმა მოედანი დატოვა. დღეს დილით ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ მესი მოედანზე უახლოესი 6-8 კვირის განმავლობაში ვეღარ გავა. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი “გრანადასთან”, “აიაქსთან”, “ბილბაოსთან”, “კარტახენასთან” (ორივე თამაშს), “სელტიკთან”, “ვილიარეალთან” და “ხეტაფესთან” ნამდვილად ვერ ითამაშებს. შესაძლოა, მან მონაწილეობა ვერც “ელჩესთან” გასამართ დაპირისპირებაში მიიღოს.