workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა 2014–მდე “ბარსაში” დარჩება

კეიტა 2014–მდე “ბარსაში” დარჩება

მალელმა ნახევარმცველმა, სეიდუ კეიტამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. 

ნახევარმცველი “ბარსაში” გატარებული 2 სეზონით ძალიან კმაყოფილია.
“ამ კლუბმა მე ყველაფერი მომცა. ჩვენ მოვიგეთ ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მინდა, რომ კიდევ მეტი და მეტი ტიტული შევმატოთ კლუბს.” განაცხადა კეიტამ.

სეიდუმ საქებარი სიტყვები არ დაიშურა საკუთარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მიმართ: “გვარდიოლა კარგ მწვრთნელთან ერთად ძალიან კარგი ადამიანია. იგი თავის გამოჩენის შანსს ყველას აძლევს, ვისაც გუნდის დახმარება გულით უნდა.”

ფეხბურთელმა ასევე ყურადღება გაამახვილა “ბარსელონას” მიერ დაარსებულ ფონდზე, რომელიც გაჭირვებულ ხალხს ეხმარება.  “ეს არის მეტი ვიდრე კლუბი. ეს ორგანიზაცია ჩემს ქვეყანაში ბავშვებს ეხმარება, რითიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს”. დაასრულა კეიტამ.

წყარო: SPORT.ES

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში