ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ ლამინ იამალის ისეთ საფეხბურთო ლეგენდებთან შედარება, როგორებიც ლიონელ მესი და დიეგო მარადონა არიან, შეცდომაა და ამან შესაძლოა თინეიჯერის განვითარებას ხელი შეუშალოს. მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, “ფურია როხას” თავკაცმა აღიარა, რომ “ბარსელონას” ვარსკვლავი “გენიოსების” იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელშიც მიქელანჯელო და სალვადორ დალი შედიან.
გენიოსის სტატუსი მესისთან შედარების გარეშე
სანამ ესპანეთის ნაკრები ატლანტაში საუდის არაბეთთან მატჩისთვის ემზადება, მთავარი საუბრის თემა კვლავ მათი 18 წლის სენსაციაა. კაბო-ვერდესთან ფრედ დასრულებულ სადებიუტო შეხვედრაში ხანმოკლე გამოჩენის შემდეგ, დე ლა ფუენტეზე ზეწოლა იზრდება, რათა მან გარემარბი ძირითად შემადგენლობაში დააყენოს. თუმცა, მწვრთნელს გადაწყვეტილი აქვს, რომ მოლოდინები და ფეხბურთელის ფიზიკური აღდგენის პროცესი სწორად მართოს.
პრესკონფერენციაზე დე ლა ფუენტეს ჰკითხეს, ჰგავს თუ არა ლამინ იამალის ამჟამინდელი როლი ესპანეთის ნაკრებში იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც თავის დროზე არგენტინის ნაკრებში მარადონა და მესი იღებდნენ. მწვრთნელმა ეს შედარებები სწრაფადვე გამორიცხა:
შეცდომა იქნებოდა მისი ვინმესთან შედარება. ის 18 წლისაა, იმყოფება განვითარებისა და მომწიფების პროცესში… ჩვენ მას საკუთარი გზის გავლის საშუალება უნდა მივცეთ. ამ ტიპის მოთამაშეები, რომლებსაც რაღაც განსხვავებული აქვთ, ამისთვის მზად არიან. ისინი გენიოსები არიან, ისევე როგორც სალვადორ დალი ან მიქელანჯელო. ის, რაც ჩვენთვის გამონაკლისად და განსაკუთრებულად გვეჩვენება, მათთვის ასეთი სულაც არ არის.
სინათლის წლები აშორებს მესიმდე
გორდონის მერე ჩაკვდა ყველაფერი რაიყო დასაწყასი ისეთი იყო მეთქი აჰაა 5 6 იგროკი მოდის წელს და ვაფშე მიაჯვეს ან მცველი ან გასაშვები გაუშვან რახდება ასე გაიყინა მთელი 1 თვე ყველაფერი??
ბიჭებო ხომ არ იცით ვინმემ ლინკები რომლითაც საზღვარგარეთ მსოფლიოს ყურებას შევძლებ. ლივებალი გათიშულია
https://liveball.sx/
ჩემთან მუშაობს ჩვეულებრივ. წერტილის შემდეგ ბოლოში რაც აწერია საიტს, COM. ORG. IO და ა.შ, მაგას ცვლიან ხოლმე, დაგუგლე ხოლმე და ისე ცადე შესვლა