გუშინ სტარტი აიღო ესპანეთის ეროვნულმა ჩემპიონატმა. თავისი პირველი მატჩი გამართა კატალონიის “ბარსელონამ” სანტანდერის “რასინგის” წინააღმდეგ, რომელშიც დამაჯერებლად იმარჯვა 3:0. მატჩის შემდეგ თავისი აზრი გამოთქვეს ფეხბურთელებმა მატჩის შესახებ.
დავიდ ვილია: “კმაყოფილი ვარ მათცის რეზულტატით, გოლების რაოდენობითა და თამაშის ხარისხით. შეიძლება ითქვას, რომ პირველი მატჩი შედგა. ეს იყო ჩემი დებიუტი ლა ლიგაში კატალონიელთა მაისურით. კარგია, რომ გოლის გატანა შევძელი, მაგრამ ვფიქრობ მეტის გაკეთება შემეძლო. ჩვენი გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა მოედანზე, ჩვენ მატჩის ბატონ–პატრონები ვიყავით. მინდა ეს მოგება ჩემს ოჯახს მივუძღვნა, რადგანაც იგი მთელი 2–3 თვის განმავლობაში გვერდში მედგა, მას შმდეგ რაც მე “ბარსელონაში” გადმოვბარგდი”.
ჩავი: “კარგია, როდესაც ასე დამაჯერებლად დაიწყებ ჩემპიონატს. ახლა უმეტესი ჩვენთაგანი გაემგზავრება თავის მშობლიურ ნაკრებთან ერთად, იქიდან დაბრუნების შემდეგ ჩვეულ რიტმში გავაგრძელებთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ვფიქრობ შეგვწევს იმის ძალა, რომ შევინარჩუნოთ ტიტული.
ვიქტორ ვალდესი: “გუნდმა კარგი სამუშაო გაწია და დაიმსახურა 3 ქულა. არ ვარ დარწმუნებული, რომ იყო 100% იანი პენალტი, მაგრამ გასაჩივრებას აზრი არ ქონდა. ბოლოს პენალტი “ბეტისში” მოვიგერიე, მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. გახარებული ვარ ვილიას გოლით, იგი ჩვენი გუნდის დიდი ძალაა”.
სერხი ბუსკეტსი: “ ძალიან კარგი მატჩი იყო და ძალიან კარგი შედეგიც მივიღეთ. ვილია დიდებული ფეხბურთელია, მან გაიტანა 2–ჯერ, სამწუხაროდ ერთხელ არ ჩაუთვალეს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც მთავარია 3 ქულა ავიღეთ”.
გუნდი ვარჯიშს სამშაბათს 10 საათზე “სიუდად დეპორტივოზე” განაახლებს.
წყარო: fcbarcelona.cat


