მარკ ბარტრა არის ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ შანსებს მაქსიმალურად იყენეს. ხავერ მასკერანომ “რეალ სოსიედადთან” ტრავმა მიიღო, რამაც ფეხბურთელს საშუალება მისცა რამდენიმე მატჩში მიეღო მონაწილეობა. ფეხბურთელმა გოლის გატანაც შეძლო: “მომწონს, თუ როგორ მიდის ყველაფერი. ვფიქრობ ამ დონეზე გაგრძელება ძალიან კარგი იქნება” – განაცხადა ფეხბურთელმა დღევამდელ პრესკონფერენციაზე.
ცენტრალურმა მცველმა ასევე აღნიშნა: “ნელ-ნელა თავს ბევრად უფრო დაფასებულად ვგრძნობ. გუნდის წევრებისგან ბევრ რჩევას ვიღებ რაც ნამდვილად მეხმარება. ჩემზე უკეთესი და მათ შორის მსოლფიოს საუკეთესო ფეხბურთელებისაგან ძალიან ბევრს ვსწავლობ.”
მომავალზე საუბრისას ბარტრამ განაცხადა, რომ ის მხოლოდ “ბარსაზე” ფიქრობს: “ვიცი, რომ კლუბსა და ჩემს აგენტს შორის გარკვეული საუბრები მიდის. ეს კლუბი თორმეტი წლის განმავლობაში ჩემი სახლი იყო. ახლა მთავრია ბევრი ვივარჯიშო და კარგად ვითამაშო. რა მოხდება მომავალში? ეს ჯერ არ ვიცი.”
სავარაუდოდ შაბათს მარკ ბარტრა კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იქნება. გასულ შეხვედრასთან დაკავშირდებით კი ფეხბურთელმა განაცხადა: “გლაზგოში ყველაფერი დაუჯერებელი იყო – ატმოსფერო და ის წნეხი, რომელშიც გულშემატკივარი გვაქცევდა. პიკესთან, ბუსკეტსთან და ალვესთან თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი.”
თუმცა, პუიოლი და მასკერანო ტრავმების მალე მოუშუშებენ ამიტომ ბარტრას ადგილის დასამკვიდრებლად მათთან მოუწევს შეჯიბრება. “ჩვენ ყველას გვინდა, რომ ისინი რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ. რაც მეტი ვიქნებით კონკურენცია გაიზრდება, ამიტომ უკეთ ვითამაშებთ. ახლა თუ ასე კარგად ვთამაშობთ, ვერც კი წარმომიდგენია რას ვიზამთ მათი დაბრუნების შემდეგ.”