workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: “ჩვენ უკვე არაერთხელ ვითამაშეთ მესის გარეშე”

მარტინო: “ჩვენ უკვე არაერთხელ ვითამაშეთ მესის გარეშე”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა არგენტინელმა, ხერარდო მარტინომ ჩემპიონთა ლიგის II ტურში შოტლანდიური “სელტიკის” წინააღმდეგ დაპირისპირების წინ კომენტარი გააკეთა. იტყობინება, UEFA.

“მესი – მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ სხვა კარგი ფეხბურთელებიც გვყავს და მისი არყოფნა ჩვენთვის გასამართლებელი საბუთიც არ იქნება, თუ ჩვენ “სელტიკის” წინააღმდეგ მატჩში კარგ შედეგს არ დავაფიქსირებთ, მე მაინც არ ვიტყოდი, რომ მესის გარეშე თამაში – სხვებისთვის შემოწმებაა. ჩვენ არაერთხელ ვითამაშეთ მის გარეშე. ჩვენ გუნდში ბრწყინვალე ოსტატები არ გვაკლია. თუ ბურთს დავიჭერთ და კონცენტრაციას შევინარჩუნებთ, “სტანდარტებიდან” არ გავუშვებთ, რომელშიც “სელტიკი” ძალიან ძლიერია. “სელტიკი” ასევე კარგია საჰაერო ბრძოლებში და ფიზიკურადაც აღგვემატება ჩვენ, ასევე ჰყავს ძალიან მაღალი ფეხბურთელები.” – განაცხადა, მარტინომ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward