რაფინიას ბრაზილიისა და ფრენკი დე იონგის ნიდერლანდების მიერ ქულების დაკარგვის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატში “ბარსელონას” მთავარი დამრტყმელი ძალა ერთვება.
დღეს საქმეში “ბარსელონელების” სამ გუნდს ვიხილავთ.
20:00 საათზე ჟოან გარსიას, ერიკ გარსიას, პაუ კუბარსის, პედრის, გავის, დანი ოლმოს, ფერან ტორესისა და ლამინ იამალის ესპანეთი კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.
23:00 საათზე “ბარსა ატლეტიკის” შემტევის, ჰამზა აბდელკარიმის ეგვიპტე ბელგიას შეხვდება.
02:00 საათზე კი საუდის არაბეთის წინააღმდეგ რონალდ არაუხოს ურუგვაის ვიხილავთ.
კომენტარები (0)