ამ წელს ხუან გამპერის თასზე ”ბარსელონას” ”მილანი” დაუპირიდპირდება. ალბათ ეს შეხვედრა ყველა ”ბარსას” გულშემატკივრისთვის გამოეჩეული იქნება, ”ბლაუგრანას” წინააღმდეგ ხომ რონალდინიო ითამაშებს, ფეხბურთელი, რომელიც კლუბის ღირსებას 2003-2008 წლებში იცავდა და ყველა გულშემატკივარს ასე უყვარდა. ასე რომ რონალდინიო და ”ბარსა” ოთხშაბათს ფანტასტიურ საღამოს გვპირდებიან. რონალდინიომ ხომ სწორედ ”ბარსელონაში” დაიდგა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გვირგვინი.
”მილანმა” ხუან გამპერის თასის გათამაშებაში ბოლოს მონაწილეობა 2004 წლის 25 აგვისტოს მიიღო, იმ დროს, როდესაც ”ბარსას” ღირსებას დეკო, ჟიული, ეტოო, ბელეტი და ლარსონი იცავდნენ. მაშინ ეს შეხვედრა 2-1 დამთავრდა მასპინძელთა გამარჯვებით. ”ბლაუგრანადან” გოლები ჟიულიმ და ანდრეს ინიესტამ გაიტანეს, ხოლო ”მილანიდან” სერჯინომ.
რონალდინიოსთვის ეს იქნება პირველი ვიზიტი ”კამპ ნოუზე” მას შემდეგ, რაც მან დატოვა კლუბი ორი წლის წინ. ასე ,რომ გულშემატკივრებს ექნებათ შანსი კიდევ ერთხელ გადაუხადონ მადლობა იმ ფეხბურთელს, რომელმაც კლუბში ხუთი შესანიშნავი შეზონი გაატარა. ალბათ ყველას ახსოვს მისი ჯადოსნური თამაში ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში, ამის დავიწყება ასე ადვილად შეუძლებელია.
რონალდინიომ ”ბარსასთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა 2006 წელს, ორჯერ პრიმერა დივიზიონი და ერთხელ ესპანეთის სუპერ თასი. ინდივიდუალური ჯილდოებიდან მას მოპოვებული აქვს ოქროს ბურთი, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს. ფიფამ ის ორჯერ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად.
მან კლუბი დატოვა 2008 წელს და გადავიდა ”მილანში”. მისი დაბრუნება ”კამპ ნოუზე” აღტაცებაში მოიყვანს ყველა ”ბარსელონას” გულშემატკივარს მთელს მსოფლიოში.



