workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2013-14 წლების სეზონი: 509 მილიონი ბიუჯეტში და 36 მილიონი სუფთა მოგება

2013-14 წლების სეზონი: 509 მილიონი ბიუჯეტში და 36 მილიონი სუფთა მოგება

“ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს პრეს სპიკერმა, ტონი ფრეიშამ განაცხადა, რომ 2013-14 წლების სეზონისთვის, “ბარსელონას” ბიუჯეტი 509 მილიონი ევრო იქნება, რაც გასული სეზონის ბიუჯეტს 21 მილიონი ევროთი აღემატება. კლუბის ისტორიაში პირველად, წლიური ბიუჯეტი 500 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

სპონსორებისგან შემოსული დამატებითი შემოსავლებისა და ტიაგო ალკანტარას გაყიდვის წყალობით, 2013-14 წლების სეზონში, კატალონიელები 36 მილიონიან სუფთა მოგებას ელიან, რაც წინა წლის მოგებას 4 მილიონით აღემატება.

მიუხევად ფინანსური წარმატებებისა, ფრეიშა მიიჩნევს, რომ ეიფორიის საფუძველი არ არსებობს და კლუბმა ამ მიმართულებით ფრთხილად მოქმედება უნდა განაგრძოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward