workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი გატანილ გოლებში რივალდოსა და ეტოოს გაუსწორდა

მესი გატანილ გოლებში რივალდოსა და ეტოოს გაუსწორდა

ჰეთ-თრიკმა, რომელიც ლეო მესიმ ესპანეთის სუპერ თასზე ”სევილიას”კარში გაიტანა, მისი გოლები 130-მდე გაზარდა. ამ რაოდენობის გოლებით ის კლუბის ლეგენდებს,  სამუელ ეტოოს და რივალდოს გაუტოლდა. არგენტინელი ვარსკვლავი დაუჯერებელი სისწრაფით მიიწევს წარმატებებისკენ. ამ მოკლე დროში მან ექვსი ჰეთ-თრიკი დააგროვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ”არსენალის” კარში ოთხი გოლის გატანა მოახერხა.

 თუმცა სრულ რეკორდამდე მესის კიდევ ბევრი გოლის გატანა დასჭირდება. ”ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გატანა სესარ როდრიგესმა მოახერხა- 235 გოლი, მეორე ადგილს ლადისლაო კუბალა 194 გოლით იკავებს, მას მოჰყვება ხოსეფ სამიტიერი-178 გოლით, ხოსეფ ესკოლა-164 გოლით, პაულინო ალკანატარა-137 გოლით და ანხელ აროჩა 134 გოლით.

  მესის ვერავინ შეედრება ჰეთ-თრიკებში. მან სამი გოლი გაუტანა ”ტენერიფეს”, ”ვალენსიას”,”მადრიდის რეალს”, ”რეალ სარაგოსას” და ”სევილიას”. ხოლო ოთხი გოლი ”არსენალს”.  ასევე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მესის ”საყვარელი” მეკარე ”სევილიას” კიპერი ანდრეს პალოპია. მის კარში მესიმ უკვე 11 გოლი გაიტანა. მეორე ადგილს იკერ კასილიასი იკავებს 7 გაშვებული გოლით.

 

 

 

წყარო: fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward