workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვარო კორტესი დებიუტის შემდეგ: ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა

ალვარო კორტესი დებიუტის შემდეგ: ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა

“ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტმა, ალვარო კორტესმა, “ბარსელონას” პირველ გუნდში სადებიუტო მატჩის შემდეგ ემოციები ვერ მალა. “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამოსვლა ფეხბურთელისთვის ბავშვობის ოცნების რეალობად ქცევას ჰგავდა.

ვფიქრობ, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა. ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი. დაბადების დღიდან “კულე” ვარ და იქ ჩემი ოჯახისა და მეგობრების ნახვა… ეს ყველაფერია, რაზეც კი მიოცნებია.

კორტესმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მას ნდობა გამოუცხადეს და განვითარებაში დაეხმარნენ:

მინდა, მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს, ბორდს და ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ყოველთვის მხარში მედგნენ. ძალიან ვამაყობ და მინდა, რომ გუნდს მომავალშიც დავეხმარო.

მიუხედავად წარმატებული სტარტისა, ახალგაზრდა მოთამაშე მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მომავალს დიდი პასუხისმგებლობით უყურებს:

ერთი თამაში ჩავატარე, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. მუშაობა უნდა გავაგრძელო.

ალვარო კორტესი 21 წლის ცაცია ცენტრალური მცველია, რომელმაც გუშინ “ალავესის” წინააღმდეგ სრულად ითამა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchezlocal_fire_department კულე
    schedule 15 მაი 2026, 07:58
    #6

    იმედია ეს მაინცაა სწრაფი მცველი, მოსიარულე მკვდრები გვყავს დაცვაში

  • MESSI 2017
    MESSI 2017shield ვეტერანი
    schedule 14 მაი 2026, 17:02
    #5

    ჯერჯერობით რაც აჩვენა არაუხოს ჯობია,მარტინის დონეა სიჩქარე და პასი არ ვიცით ერთი და ბეტისთან გამოჩნდება ეგეც

  • Robert lewandovski
    Robert lewandovskilocal_fire_department კულე
    schedule 14 მაი 2026, 12:22
    #4

    ბაიერნთან მატჩში მთავარ არბიტრს სლავკო ვინჩიჩს არ სურდა, რომ რეალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასულიყო.

    მან არ გაიხსენა, რომ კამავინგას ყვითელი ბარათი ჰქონდა და შეცდომა დაუშვა. “

    — რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი

    ოლისეზე რო პენალტი არ დადე ბერნაბეუზე და ბრაჰიმ დიასზე არარსებული ჯარიმა დაიდო, რომელსაც გიულერზის გოლი მოჰყვა, მაგას რატო არ ამბობს ეს უსინდისო?

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 14 მაი 2026, 12:15
    #3

    მიდი ძმაო, მომავალი შენია. გასახდელში მაინც არ გცემენ როგორც ზოგიერთ გალაქტიკოს კლუბში ხდება.

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️flag გულშემატკივარი
    schedule 14 მაი 2026, 11:04
    #2

    მეორე ტაიმს ვუყურე და ცუდად არ იდგა. კაიი ჯანზე ჩანდა. პირველი ვინც ნახეთ როგორი იყო?? იქნებ კაი ბიჭი გაგვეზარდოს

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 14 მაი 2026, 09:59
    #1

    კაი მცველია თან ჯანზეა კაი პასით