ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ალავესთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია ალავესთან მატჩის წინ

calendar_month მატჩის დრო: --:--

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩში “ალავესთან” სტუმრად დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფლიკის “ბარსამ” ზედიზედ მეორედ ესპანეთის ჩემპიონობა უკვე დაისაკუთრა, მაგრამ სეზონი ჯერ არ დასრულებულა. “ბლაუგრანას” კიდევ 3 თამაში და ერთი ამბიციური მიზანი აქვს.

“გუნდს და მე 100 ქულა გვინდა და ამისთვის დარჩენილი სამივე თამაში უნდა მოვიგოთ”.

– განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.

ტიტულის მოგებითა და მამის გარდაცვალებით გამოწვეულ ემოციურად დატვირთულ ბოლო დღეებზე ჰანსიმ თქვა:

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მაჩვენეს, რომ სწორ ადგილას ვარ და ამას ვაფასებ”.

ფლიკმა უგულებელყო ინდივიდუალური ჯილდოები (სამორა და სარა) და გუნდი გამოარჩია:

“მნიშვნელოვანი გუნდია. ყველა ინდივიდუალური მიღწევა გუნდის კარგად თამაშის შედეგია”.

ჰანსიმ უარი თქვა საკუთარ მომავალზე საუბარზე. ჯერჯერობით არანაირი ლაპარაკი არაა მომსვლელ ან წამსვლელ ფეხბურთელებზე. ამ ეტაპზე დარჩა კიდევ 3 მატჩი, შესაძლო 100 ქულა და შანსი, რომ 2025/26 წლების სეზონი კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდეს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 13 მაი 2026, 21:03

    მამის დაკრძალვაზე არ წასულა?

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 14 მაი 2026, 13:09

      3 დღე ქონდა, და იქ დიდხანს არ წელავენ ასეთ საქმეებს. მახსოვს რამდენიმე წლის წინ ფორმულაში შუმახერს ასევე დედა თუ მამა დაეღუპა. შაბათს კვალიფიკაციაში გაიმარჯვა, მერე სახლში გადაფრინდა და კვირას უკვე ტრასაზე იდგა რომელიც როგორც ყოველთვის მოიგო.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 13 მაი 2026, 17:03

    მარტივი მოგება მოდის

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 13 მაი 2026, 15:34

    ძაან მომწონს ეს მაქსიმალისტური მენტალიტეტი. ჩავიმ რომ გაინაღდა ლა ლიგის მოგება, ეგრევე ყ*ეზე მოიბა ყველაფერი და თამაშების გატეხვა დაიწყო გუნდმა. ისტორიული რეკორდის შანსი ჰქონდა დაცვას, ყველაზე ნაკლები გოლი გაეშვა და კარიც მშრალად შეენახა.