მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რეალს ფეხი დაუცდა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რეალს ფეხი დაუცდა

სურდა ხავიერ ტებასს როგორმე ინტრიგა შენარჩუნებულიყო ლა ლიგაში და ბოლომდე ჰყოლოდა მაყურებელი ჩემპიონატს, სურდა რომ მოეგო “რეალ მადრიდს” და წაეგო ბარსას, მაგრამ არაფერი ამ ამბიდან არ გამოვიდა, ინტრიგა დიდი ხნის წინ მოკვდა, ამ ტურში კიდევ საერთოდ დასამარდა. თუმცა, მთავარი ამბავი არ ყოფილა ბარსას მოგება, მთავარი ამბავი მადრიდელთა დაკარგული ქულებია სევილიაში, ასე დაასრულეს ოცნება ჩემპიონობაზე და ასე ასრულებენ სეზონს ტიტულის გარეშე. ჰანსი ფლიკის ბარსა კი ზედიზედ მეორე ლა ლიგას უახლოვდება. არ არის მარტივი საქმე. მეტი გვსურდა, რა თქმა უნდა, ბარსელონაში ყოველთვის ასეა, მაგრამ საერთო ჯამში ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობა დიდი ამბავია.

ჯერ არაო ჰანსიმ თქვა, ფეხბურთს ხუმრობა არ უყვარს და ოფიციალურად ჯერ არ ვართ ჩემპიონებიო. კი ბატონო. ფეხბურთს უკვე ყველაფერი უნახავს და სიფრთხილეს თავი არ სტკივა, სიფრთხილე ასპირინით მოძრაობს.

არ უთამაშია ლამინე იამალს და ვერც ითამაშებს სეზონის ბოლომდე. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ სეზონშიც საუკეთესო იყო და მისი ძალიან დიდი დამსახურებაა ბარსას პირველი ადგილი. გასულ სეზონში თუ რაფინია უმშვენებდა გვერდს და პედრიც არ ჩამორჩებოდა, ახლა ლამინე გამოკვეთილად საუკეთესო იყო, განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში. წინ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატია და იმედია იამალთან ერთად რაფინიაც მომჯობინდება, ლამინეს გამოჯანმრთელებას არა მხოლოდ მთელი ესპანეთი, არამედ მთელი მსოფლიო ელის. მისგან დიდ საქმეებს ელიან, პირველი მუნდიალი იქნება და ყველა რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინშია. მანამდე კი საქმე ბოლომდეა მისაყვანი.

ფერმინი და რაშფორდი

უკვე იმის თქმაც შეგვიძლია რომ რაშფორდის ტრანსფერმა გაამართლა. რასაც ველოდით ის ვნახეთ, არც მეტი და არც ნაკლები. რაფინიას მთელი სეზონის განმავლობაში არაერთხელ მოუწია უქმობა და რაშფორდი ყოველ ჯერზე მზად იყო. ნეიმარი რომ არ მოგვყავდა ეს ხომ თავიდანვე ნათელი იყო, რისთვისაც მოიყვანეს ის საქმე კი შეასრულა ხუთიანზე. აგერ, ამ შეხვედრაშიც კარგი გოლი შეაგდო და ორამდე გაზარდა ანგარიში. გაიქცა ერთი-ერთზე სიღრმიდან, წამით არ დაუგდია სიჩქარე და დარტყმაც მშვენიერი გამოუვიდა. საამაყოდ აქვს საქმე, ბარსასთან ერთად ლა ლიგას იგებს. არადა, ჯერ “მანჩესტერში” მაგრად წვალობდა, მერე კიდევ “ასტონ ვილაში” , რომელიც გრანდად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ახლა კიდევ ერთ ნაბიჯშია ჩემპიონობასთან. წესით კმაყოფილი უნდა იყოს და არც მე მეწყინება თუ კიდევ ერთი სეზონით დარჩება გუნდში.

ანგარიში ფერმინ ლოპესმა გახსნა. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, პედრის გადასარევი პასი შეირგო. საერთოდ, კარგი სეზონი აქვს, შედეგიანი, პროდიქტიული, მაგრამ ვაი რომ პირველი რაც მახსენდება მისი გაფუჭებული მომენტი და გატეხილი ცხვირია. აქ სიზუსტე და ბარსას ნახევარფინალი ერთი იქნებოდა. არ ხდება ყველაფერი ისე როგორც გვსურს. რაშფორდის მსგავსად, ფერმინის დარჩენაც გამახარებს. უკვე დიდი ხანია სარფიან შეთავაზებებს იღებს გუნდი მის თაობაზე, მაგრამ რატომ უნდა გაუშვა ფეხბურთელი, რომელიც ასე სწრაფად პროგრესირებს?!

დიდი გადალაგება კი იქნება საჭირო. განსაკუთრებით წინა ხაზში. იქ სადაც ლევანდოვსკი და ფერანი ცვლიან ერთმანეთს. ვინმე სტაბილურად გამტანია მოსაყვანი. ჩვენ კი გვინდა მიქაუტაძე, მაგრამ ამის შანსი ძალიან დაბალი მგონია. გვინდა ალვარესი, მაგრამ მისი ფასიდან გამომდინარე ეგეც ნაკლებად სავარაუდოა. მაშ ვინ მოვა გუნდში? სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს დაელოდებიან, იქ ვინმე ნაკლებად ცნობილი გამოიჩენს თავს და ზუსტად ეგ კაცი შეგვრჩება ხელში. მერე კი ვნახოთ.

წინ რა გველის

წინ გველის გასვლა ოსასუნასთან და ელ კლასიკო “კამპ ნოუზე”. არ გამოტოვოთ, არაფრით, ამ დღეს “კამპ ნოუ” ჩემპიონობას იზეიმებს, ერთი წამით არ გაჩერდება. მოენატრა ხალხს “კამპ ნოუზე” ზეიმი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (18)

  • Barca
    Barca გულშემატკივარი
    27 აპრ 2026, 00:12

    ადამიანს რო ახარებ ეგეთი გრძნობა არ ვიცი თუ არსებობს, ყველანი ძალიან მაგრები ხართ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემას როცა გამოხატავთ მაშინ 2ჯერ და 100ჯერ მეტად მაგრები. მიყვარხართ ყველა❤️ ყველას ულევ სიხარულს გისურვებთ ❤️

  • jacky iakovenko
    jacky iakovenko ვეტერანი
    27 აპრ 2026, 00:04

    ლევანა ვსო …. მიდის ზაფხულს.რაც არ უნდა ილაპარაკოთ კაცმა ისეთ ბარსაში მოვიდა ამირანა ჯაჯაიაც რომ არ იკადრებდა ისეთი გაფარჩაკებული იყო კლუბი მარა აგერ 4 წელიწადში რამდენი ტიტული მოიგო და რამდენი გოლიც გაიტანა

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    26 აპრ 2026, 22:30

    და იმ ვარიანტს რატომ გამორიცხავთ, რომ კლასიკოს იგებს რეალი? რეალია მაინც, არც დერეფნის გაკეთება ენდომებათ და არც კლასიკოს წაგება.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    26 აპრ 2026, 21:30

    რეალს კლოპი მოყავს მწვრთნელად და კროსი მიდ დამხმარედ, მეეჭვება ასეთი ტანდემის წარმატება, როგორც ვინის და მბაპეს დუეტი.

    • Frenkie de Jong_
      Frenkie de Jong_ ვეტერანი
      26 აპრ 2026, 22:21

      გამორიცხულია კლოპი ამ რეალში წავიდეს
      შანსი არააა

      • nika 54
        nika 54 ლეგენდა
        28 აპრ 2026, 12:47

        ჰალაზე წავიკითხე, მე არ მომიგონებია. თუმცა არასდროს ჰალას ადმინის განცხადება არ გამართლებულა.

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladze გულშემატკივარი
      27 აპრ 2026, 12:13

      ოპაააა მაშინ წარმომიდგენიააა ყანამადრიდზე რა გნიასი იქნება, სად იყო ეგ ინფორმაციაა??? ფაბრიციოს მგონი არ ედო?? უეჭველი გახვრიტეს მსოფლიოოო, კლოპი-კროოსი /რეალი, მგონი ჯობიააა ბარსა დაიშალოს მაგათ რაღას მოუგებს აწი, დარწმუნებული ვარ უკვე დააამთავრეს 2026-2027 წლის სეზონი ტრიუმფით, ყველა ტიტული რეალმა მოიგოო ხოო?? ერთი გადავხედო ყანამადრიდს 😆😆

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    26 აპრ 2026, 21:23

    და დერეფნის გაკეთება რომ მოუწევთ? ესეც არაა პატარა ამბავი

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      28 აპრ 2026, 13:00

      მოუწევთ არ არის სწორი განცხადება, ეს არ არის სავალდებულო ქმედება, მე არც მაგონდება ბოლოს როდის გაგვიკეთა რეალმა დერეფანი. თუმცა ჩვენ სუპერთასზე გავუკეთეთ დერეფანი როცა ვერცხლის მედლების მისაღებად მიდიოდნენ, მაგრამ რეალმა მიუხედავად ალონსოს ჩალიჩისა, ის უფრო წესიერი და ზრდილობიანია, მბაპემ გადაწყვიტა, რომ არ უნდა გაეკეთებინათ მე მგონი ყველას გვახსოვს როგორ ეძახდა ალონსო გუნდს და როგორ იქნევდა ხელს მბაპე წავედითო. აი ესეც შენი რეალი, არადა ფეხბურთელი რო მწვრთნელს არ დაუჯერებს იქ მორჩენილია ამ გუნდის წარმატებები. მერე უკვირთ რეალის ფანებს რატომ არ მოვწონვართო ყველასო. არადა პეპე, რამოსი, მარსელო, კარვახალი დაგეშილი იყვნენ მესის დაჩეხვაზე, რამოსი ყოველ მეორე კლასიკოში წითელს იღებდა ლეოზე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა გაძევებებში.

  • ნიკა
    ნიკა კულე
    26 აპრ 2026, 20:28

    რეალი უეჭველი გატეხავს ესპანიოლთან და ბარსას დაუსწრებლდ გახდის ჩემპიონს ტელევიზორებთან. ამაზე მსუბუქი გამოსავალი არ აქვს,კლასიკოზე ბარსას ზეიმს არ გქუსწორებნ. იამალი და რაფინია რო გვყადეს ბარსას ოსასინასთან წაგებას გავწურავდი რომ კლასიკოში კამპნოუზე გაჩემპიონება მენახა ბებრუხანა პერესის წინ

  • ნიკა
    ნიკა კულე
    26 აპრ 2026, 20:27

    რეალი უეჭველი გატეხავს ესპანიოლთან და ბარსას დაუსწრებლდ გახდის ჩემპიონს ტელევიზორებთან. ამაზე მსუბუქი გამოსავალი არ აქვს,კლასიკოზე ბარსას ზეიმს არ გქუსწორებნ. იამალი და რაფინია რო გვყადეს ბარსას ოსასინასთან წაგებას გავწურავდი რომ კლასიკოში კამპნოუზე გაჩემპიონება მენახა ბებრუხანა პერესის წიმ.

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    26 აპრ 2026, 17:46

    რეალთან თამაშამდე უნდა გავხდეთ ჩემპიონები რო ახალგაზრდებმა მეტი შასნი მიიღონ ბომბარდირობაზეც არავინ იბრძვის ბარსადან პედრიც დაისვენებს უვარგისი ფეხბურთელების შემცვლელებიც გამოჩნდნენ ეგება

    • LEVANII
      LEVANII ახალბედა
      26 აპრ 2026, 17:50

      Კლასიკოს ეგრე ზერელედ არ მიუდგებიან ჩემპიონები ყველაშემთხვევაში გავხდებით რელთან თამაში კი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება სეზონის კარგ ნოტზე დასასრულებლად

  • Kvaradona
    Kvaradona ახალბედა
    26 აპრ 2026, 10:38

    გილოცავთ ბარსას გულშემატკივრებს ( რეალის გულშემატკივარი) დაიმსახურეთ ჩვენ კი იმედია მომავალში უფრო ძლიერები დავბრუნდებით

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      26 აპრ 2026, 11:39

      მწვრთნელი გინდათ ჯიგრებო კაი კვერცხებიანი ყველას რო თავის ადგილას მოსვამს და ერთიც კაი ბურთის დამჭერი კაცი ნახევარდაცვაში კროოსის სტილის და მერე მაგარი კლასიკოები წავა.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      28 აპრ 2026, 12:45

      გაიხარე, პატიოსან ბრძოლას რა სჯობია, ოღონდ მოურინიო არ მოიყვანოს პერესმა. ჩხუბის და შანტაჟის სპეციალისტი.