განგაში ლამინ იამალთან დაკავშირებით. “სელტასთან” თამაშის მე-40 წუთზე მან თავისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი გამარჯვების მომტან გოლად აქცია და მაშინვე შეცვლა მოითხოვა.
პირველადი გამოკვლევებით ირკვევა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავს მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთი აქვს გაწყვეტილი. ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ლამინს დაახლოებით 5 კვირა გაუცდება. ეს ნიშნავს, რომ მისთვის საკლუბო სეზონი დასრულდა და საეჭვოა მსოფლიო ჩემპიონატზე სტარტზე თამაშიც.
ზუსტი დიაგნოზის დასასმელად იამალს დეტალური სამედიცინო გამოკვლევები დღეს ჩაუტარდება.
24 გოლი ამ სეზონში და უთანაბრდება ანრის
“სელტასთან” პენალტით გატანილი გოლით, ლამინს ამ სეზონში უკვე 24 გოლი დაუგროვდა, მათგან 16 ლა ლიგაში, 6 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 ესპანეთის თასზე, რასაც 18 საგოლე გადაცემა ემატება. “ბარსელონას” ათიანი, რომელმაც გუშინ “ბარსელონას” მაისურით 151-ე მატჩი ჩაატარა, გაუთანაბრდა ტიერი ანრის 49-გოლიან ნიშნულს, რომელიც ფრანგმა “ბარსელონას” ფორმით 121 შეხვედრაში გაიტანა.
ესპანეთის ნაკრებამდე ბარსაზე ვიფიქროთ, ესენი იამალის გარეშე ნახევარი გუნდი ხდება, არადა მინიმუმ კიდევ 10 ქულა გვჭირდება, რეალთანაც რო დავმარცხდეთ, არც გამიკვირდება იამალის და რაფინიას გარეშე.
დაგვრჩა- 25-ში-ხეტაფე(სტუმრად). 2 მაისს-ოსასუნასთან(სტუმრად). 10 მაისს-რეალი(სახლში). 13-ში-ალავესთან(სტუმრად). მერე 17-ში- ბეტისი( სახლში) და 24-ში-ვალენსიასთან(სტუმრად). რეალთან და ბეტისთან გვაქვს სახლში დანარჩენი სტუმრად. ვილოცოთ ძმებო.
ჩემპიონობა მოვიგოთ და მსოფლიოზე ითამაშოს ამაზე უნდა ვილოცოთ🙏❤️
ეს გავდა მეხის გავარდნას მოწმენდილ ცაზე. იმ დროს მიიღო ტრავმა როცა არავინ ელოდა.
ჩათვალეთ კლასიკო წაგებულია.
მსოფლიო მაინც არგენტინაში მიმაქვს, მაგრამ იმედია მაქსიმუმ პირველ შეხვედრას გამოტოვებს..
იმედია ასე ცუდად არაა საქმე
მსოფლიოზე აუცილებლად უნდა ითამაშოს
Მუნდიალი რომ გამოტოვოს ძალიან გატეხავს ამის მსოფლიოს მაგრად ვწურავ
არუშავს დაისვენებს. მსოფლიოზეც ყველა თამაში თუ არ ითამაშა არაფერი მოუვა, ისეც მოიგებს ესპანეთი ჯგუფურში.