workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “შესაძლოა რომელიმე ფეხბურთელი დავიმატოთ”

გვარდიოლა: “შესაძლოა რომელიმე ფეხბურთელი დავიმატოთ”

 გვარდიოლამ სამეფო თასის მეორე მატჩის წინა კონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლოა “ბარსელონამ” ახალი ფეხბურთელი დაიმატოს, მარგამ ასევე დაამატა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შემადგენლობას რომელიმე ფეხბურთელი დააკლდება: “მე უკვე ვესაუბრე ტექნიკურ დირექტორს რომელიმე პოზიციის გაძლიერებასთან დაკავშირებით. წინ კიდევ თერთმეტი დღეა, სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება.”

 დღესდღეობით “ბარსელონას” შემადგენლობაში 24 ფეხბურთელი ირიცხება, ტიაგო ალკანტარასა და ჯონათან დოს სანტოსის ჩათვლით. პეპ გვარდიოლამ ასევე ისაუბრა ზლატან იბრაგიმოვიჩსა და მისი აგენტის კომენტარის შესახებ: “იბრაგიმოვიჩი? ის აქ არ არის და არც მისი წარმომადგენელი აგენტი, ამიტომ ყველაფერს სჯობს კომენტარი ჯერჯერობით არ გავაკეთო!” კატალონიელთა მწვრთნელმა ასევე ყველას ურჩია, რომ თავიანთი ორიგინალური აზრების დაფიქსირებისგან თავი შეიკავონ.

 პეპმა ასევე კომენტარი გააკეთა ახალ სეზონთან დაკავშირებით: “მე მჭირდება კიდევ რამდენიმე კვირა, რათა მივხვდე როგორი იქნება მომავალი სეზონი. წელს მოვლენები განსაკუთრებით ნელი ტემპით ვითარდება.”

წყარო: www.elmundodeportivo.es 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში