workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრონდონა: “მესი არგენტინის ნაკრებისათვის ბრწყინვალე კაპიტანი იქნება”

გრონდონა: “მესი არგენტინის ნაკრებისათვის ბრწყინვალე კაპიტანი იქნება”

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის, ხულიო გრონდონას აზრით კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებისათვის ბრწყინვალე კაპიტანი იქნება. ამასთან გრონდონა ფიქრობს, რომ ხავიერ მასკერანოს წასვლის შემდეგ სწორედ მესი გახდება გუნდის ლიდერი.

“მასკერანო ძალიან კარგი ადამიანია. იგი აკეთებს ყველაფერს თავის ნაკრებისათვის. თუმცა თუ ბატისტას სურს, რომ კაპიტანი მესი გახდეს, დაე ასე იყოს. ჩვენ დაველოდებით მასკერანოს ნაკრებიდან წასვლას და სწორედ ამის შედმეგ გახდება ლეო გუნდის კაპიტანი. იგი მართლაც ბრწყინვალე ლიდერი იქნება ჩვენთვის.” ციტირებს გრონდონას სიტყვებს კატალონიური ჟურნალი Sport.

წყარო: championat.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში