ჟერარ პიკე ფიქრობს, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც გვიან შეუერთდნენ ”ბარსელონას” უკვე დაიბრუნეს საუკეთესო ფიზიკური ფორმა. ასე,რომ ისინი განაგრძნობენ მზადებას ესპანეთის სუპერ თასის მოსაპოვებლად. ”ბლაუგრანას” ცენტრალური მცველი ”ბარსას” თავის ესპანელ თანაგუნდელებთან ერთად დაახლოვებით ერთი კვირის წინ დაუბრუნდა, თუმცა ის თავს შესანიშნავად გრძნობს: “ჩვენ ყველანი დავბრუნდით გუნდში კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში, ასე რომ მზად ვართ ყველანაირი გამოწვწვისთვის”.
გასულ უიკენდზე არცერთ ესპანელ ფეხბურთელს მონაწილეობა არ მიუღია მატჩში ”სევილიას” წინააღმდეგ, რადგან ისინი გამოძახებულნი იყვნენ ეროვნულ გუნდში და მოსამზადებლად დრო აღარ დარჩათ. პიკე ეთანხმება გუარდიოლას გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ის სწორად მოიქცა, როდესაც ესპანელი ფეხბურთელები არ გაიყვანა მოედანზე.
როგორც იცით გუშინ ”სევილიამ” დათმო მატჩი ”ბრაგას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. თუმცა პიკე ფიქრობს, რომ ეს არ აისახება შაბათს მათ თამაშზე, პირიქით ანდალუსიელები უფრო მოტივირებულნი იქნებიან: ” ისინი დაბრუნდებიან ბარსელონაში ესპანეთის სუპერ თასის მოსაპოვებლად, ”სევილიაც” ჩვენს მსგავსად მხოლოდ ამ მატჩზე ფიქრობს. 3-1 მათთვის კარგი შედეგია, წინა შაბათს ჩვენ დიდი დარტყმა მივიღეთ, თუმცა ”კამპ ნოუზე” თამაში ჩვენთვის უფრო ადვილი იქნება, ჩვენ ხომ გვერდით გულშემატკივარი გვეყოლება”.
ჟერარ პიკე შეეხო ”მადრიდის რეალის” თემასაც: ”ბარსა” და ”რეალი” სრულიად განსხვავებული გუნდები არიან, როგორც თამაშის სტილით ასევე მწვრთნელებით. გუარდიოლა უფრო შეტევაზეა ორიენტირებული. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ”რეალი” შესანიშნავი გუნდია”.
პიკეს აზრით გუნდში ახალი შენაძენები საჭირო არ არის: ”არ ვფიქრობ, რომ ეს დასასრულია. ჩვენ გვყავს ძირითადი გუნდის 19 და ”ბარსა B”-ს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი. ჩემი აზრით ეს საკმარისია. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ასეთი მდგომარეობით შეგვიძლია გავხდეთ ჩემპიონები”.
წყარო: fcbarcelona.cat


