გუნდმა დღეს საღამოს მეორე ვარჯიში ჩაატარა. პირველი გუნდიდან ”ბარსას” 12 ფეხბურთელი ესწრებოდა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ 11 ფეხბურთელიც დაესწრო საღამოს ვარჯიშს სარეზერვო გუნდიდან.
გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა. ”ბარსამ” დღეს რიგით მეორე ვარჯიში გამართა საღამოს. როგორც მოგახსენეთ ვარჯიშს ”ბარსას” 12 ფეხბურთელი და პლიუს 11 ფეხბუთელი სარეზერვო გუნდიდან ესწრებოდა. გუნდი ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელის გარეშე არის დარჩენილი. გუნდს რუბი და ჟორდი როურა წვრთნიან. შეგახსენებთ, რომ გუნდი 24 ივლისს პრესეზონის პირველ თამაშს გამართავს მიუნხენში ”ბაიერნის” წინააღმდეგ. მეორე თამაში კი 27 ივლისს არის დაგეგმილი ”ვალერენგას” წინააღმდეგ.
დღის მეორე ნახევარში გუნდმა ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივას” პირველ მინდორზე გამართა. გუნდი სამშაბათს გამართავს ორ ვარჯიშს, დილას და საღამოს. რა თქმა უნდა ვარჯიშს ისინი ”სიუტატ ესპორტივაზე” ჩაატარებენ.