კატალონიის “ბარსელონას” ესპანელმა თავდამსხმელმა დავიდ ვილამ განაცხადა, რომ ერთი სული აქვს დაიწყოს მის ახალ გუნდში თამაში.
“ახალი სეზონისათვის მოსამზადებელი პერიოდი მე ყოველთვის ზედმეტად დიდ ხნიანი მეჩვენება. ვერც კი წარმოიდგენთ ახლა რა ხდება ჩემს თავს. გადმოვედი “ბარსელონაში” და ერთი სული მაქვს დავიწყო თამაში და მივიღო დარიგებები შესანიშნავი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლასაგან. ეს ზაფხული სხვა ზაფხულებთან შედარებით მართლაც რომ გრძელი გამოდგა.” ციტირებს ვილას სიტყვებს sport.es.
სავარაუდოდ დავიდის დებიუტი 21 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში შედგება. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” მეტოქე “სევილია” იქნება.
წყარო: championat.ru



