workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პინტო “სევილიასთან” ვერ ითამაშებს

პინტო “სევილიასთან” ვერ ითამაშებს

პინტოს ვარჯიშის დროზე ადრე დასრულება მოუწია, როცა მარჯვენა ფეხის კუნთი ატკივდა. გასახდელში ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ საქმე იქამდე მივიდა, რომ “ბარსას” მეორე კიპერი უმალვე კლუბის საავადმყოფოში გააქანეს ტესტისთვის. უამრავი ტესტის ჩატარების შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ ტრავმა გაცილებით მძიმეა, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ.

ექიმების დასკვნით, პინტოს მარჯვენა ფეხის კუნთის შუა ნაწილი დაუზიანდა და გარკვეული დრო არის საჭირო მოსაშუშებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შაბათს სუპერთასზე გასამართ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას, სადაც კატალონური გუნდის მეტოქე “სევილია” იქნება.

გარდა ამისა, ტრავმის გამო ვარჯიშზე არ იყო “ბარსას” კიდევ ერთი მეკარე, ოიერ ალასაბალი.

სავარაუდოდ შაბათს “ბარსას” კარს რუბენ მინიო დაიცავს. როგორც გუარდიოლამ განაცხადა ვალდესი არ მიიღებს ამ მატჩი მონაწილეობას. სავარაუდოდ უამრავი გადაფრენებისგან გამოწვეული დაღლილობის გამო.

პს. ესეც ბედის ამბავია, როცა ფეხბურთელი წელიწადში ერთხელ დაგჭირდება და სწორედ მაშინ მიიღებს ტრავმას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში