კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი და კლუბის ხელმძღვანელობა “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტის აგუსტი მონტალის მეუღლის დაკრძალვაზე მივიდა. ვილარუბი, ნუნიესი, გასპარი, მუსონსი, მურტა და ვილასეკის შვილი, ეს ის ცნობილი პირებია, რომლებიც დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ.

“ბარსელონას” წარმომადგენლების დიდი ნაწილი ხუთშაბათს ანა მარია პლატ პალარესს გამოემშვიდობნენ, რომელიც სკ “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტის, აგუსტი მონტალის მეუღლე იყო და გასულ სამშაბათს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამლოცველოში მრავლად იმყოფებოდნენ მეგობრები და ოჯახის წევრებიც.
დაკრძალვაზე ასევე იმყოფებოდა კატალონიის “ბარსელონას” ამჟამინდელი პრეზიდენტი, სანდრო როსელი ვიცე-პრეზიდენტ კარლეს ვილარუბთან და დირექტურის წევრ პილარ გუინოვარტთან. ასევე იქვე იყო კიდევ ერთი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაიმონ კარასკო, რომელიც მონტალის პრეზიდენტობის დროს იმყოფებოდა კლუბის სტრუქტურაში. დაკრძალვაზე მისულ პირებს შორის იყვნენ, ხოსეპ ნუნიესი და ჟოან გასპარიც.
იოჰან კრუიფის არყოფნა
ყველასათვის გასაკვირად დაკრძალვაზე არ იმყოფებოდა კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი და ფეხბურთელი ლეგენდარული ჰოლანდიელი, იოჰან კრუიფი. ეს უკანასკნელი კი გუნდის სტრუქტურაში სწორედ ზემოდხსენებული პირების ყოფნის დროს იმყოფებოდა.


