ამ სეზონისთვის გვარდიოლას ყავს სამი ცენტრალური მცველი გუნდში, ესენი არიან: პუიოლი, პიკე და მილიტო. მაგრამ ამხანაგურ მატჩში მწვრთნელმა, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ათამაშა მარცხენა მცველი ერიკ აბიდალი. ფრანგი მცველისთვის ეს პოზიცია უცხო არ არის, მას ნაკრებში უთამაშია, მაგრამ კლუბში არასდროს ყოფილა ამ პოზიციაზე: ”მე მომწონს ცენტრალურ მცველის პოზიციაზე თამაში. ამ პოზიციაზე ნაკრებში ვთამაშობ, მაგრამ არასდროს არ მითამაშია აქ.”
რაც შეეხება მზადებას ესპანეთის სუპერთასისათვის, აბიდალმა განაცხადა: “რთულია მოვემზადოთ ამ მატჩებისათვის. არ გვყავს ბევრი მოთამაშე, რადგანაც ბევრი გამოძახებული იქნა თავის ეროვნულ ნაკრებებში.. მაგრამ აქაც შევეცდებით ვიყოთ ჩვენ სიმაღლეზე და ვიბრძოლოთ ბოლომდე 14 აგვისტოს.. ჩვენ ვართ გუნდი”.
წყარო: barca.ru


