კატალონიის ”ბარსელონამ” 2013-14 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. ვარჯიშს დაესწრო ”ბარსას” 12 ფეხბურთელი: პინტო, ოიერი, მონტოია, ბარტრა, მასკერანო, ადრიანო, სონგი, სერხი რობერტო, დოს სანტოსი, მესი, ალექსისი და ტელიო.
ასევე გეტყვით იმასაც, რომ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდნენ ისააკ კუენკა, კარლეს პუიოლი და იბრაჰიმ აფელაი.
გუნდის ვარჯიშით ტიტო ვილანოვა კმაყოფილი დარჩა. შემდეგი ვარჯიში კი სამშაბათს 19 საათზეა დაგეგმილი Ciutat Esportiva–ზე.
