workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მშობლებმა შვილს ბარსა დაარქვეს

მშობლებმა შვილს ბარსა დაარქვეს

ბელგიელმა წყვილმა თავიანთ პირველ ვაჟს ბარსა დაარქვა. მშობლები ამბობენ, რომ მათ ეს სახელი ძალიან მოსწონთ. მათი შთაგონების წყარო, თურმე ”ბარსას” ჰიმნი ყოფილა. ”ბარსას” ჰიმნში შევხვდებით ასეთ სიტყვებს- ”tinc un nom que el sap tothom, Barça, Barça, Barça”, რაც ქართულად შემდეგნაირად ჟღერს: ”ჩვენ გვაქვს სახელი, რომელიც ყველამ იცის, ბარსა, ბარსა, ბარსა”. ასე რომ მშობლებსაც უნდოდათ მათი შვილის სახელი ყველას სცოდნოდა. მშობლებმა ბავშვი უკვე გააწევრიანეს ”კამპ ნოუს” კლუბში. ეს არაჩვეულებრივი ოჯახი ბრიუსელიდან 60 კილომეტრის მანძილზე ქალაქ ნიუვერკერში ცხოვრობს. მამა-უესლი ბექჰემი მომავალი არქიტექტორია, ხოლო დედა- ანიკა მეისი ექთანი.
წყვილი დიდი ხნის მანძილზე ბავშვის სახელზე ვერ თანხმდებოდა, რადგან მათ არ უნდოდათ წინასწარ სცოდნოდათ სქესი. საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, რომ თუ ბავშვი გოგო დაიბადებოდა მას ლონას დაარქმევდნენ. ერთ დღეს ანიკა ”ბარსელონას” თამაშს უყურებდა და ერთი უცნაური იდეა გაუჩნდა- თუ ბავშვი ბიჭი იქნებოდა მას ბარსას დაარქმევდა, ეს იდეა მეუღლესაც ძალიან მოეწონა.
26 აპრილს კი ქვეყანას პატარა ბარსა მოევლინა. როგორც ანიკა და უესლი ამბობენ ისინი რატომღც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბავშვი გოგო იქნებოდა, მაგრამ შეცდნენ. ანიკა ამბობს: ”ხალხი ბავშვის სახელს რამდენჯერმე მეკითხებოდა, რადგან ჯერ ასეთი სახელი არ გაეგოთ, უესლის მშობლები ძალიან გაახარა ამ ამბავმა, მამაჩემმა კი როდესაც ბავშვის სახელი გაიგო მაშინვე მოეწონა.”
ცოლ-ქმარი ”ბარსელონას” დიდი გულშემატკივრები არიან. უესლი ადგილობრივ კლუბ VCT Terkoest Alken-ში თამაშობს, ისიც ფეხბურთელია.
ახალგაზრდა წყვილს დიდი იმედი აქვს, რომ, როდესაც ბავშვი გაიზრდება მას მოეწონება თავისი სახელი და მიხვდება თუ რატომ დაარქვეს მას ბარსა.
დღესდღეობით კი ბარსა ბექჰემი კლუბის ყველაზე პატარა წევრია.

წყარო: fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში